ნიორი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა. უამრავი საკვები ნივთიერებით დატვირთულ, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებულ ნიორს ძველი ჩინელები, ეგვიპტელები, ბერძნები და რომაელები აქტიურად იყენებდნენ სამკურნალო მიზნებისთვის.
ანტიბიოტიკური თვისებებით გაჯერებული ნიორი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ამჯერად, ვისაუბრებთ ნივრის ჯადოსნურ უნარზე. ამ უსიამოვნო სუნის მქონე ბოსტნეულს შეუძლია დაგიამოთ კბილის ტკივილი. ნივრის წვენი მდიდარია ალიცინით, რომელიც უძლიერესი ანტიბაქტერიული საშუალებაა.
სტატიაში შემოგთავაზებთ 3 მარტივ მეთოდს, რომელთა წყალობითაც შეძლებთ კბილის ტკივილის გაყუჩებას.
კბილის ძლიერი ტკივილისა და ანთების დროს ნივრის კბილი გაჭერით შუაზე და ჩაჭრილი მხრით დაიდეთ დაზიანებულ კბილზე. 7-10 წუთის განმავლობაში მსუბუქად შეიზილეთ და შეამჩნევთ თანდათან როგორ იკლებს ტკივილი. პროცედურის ბოლოს გამოივლეთ თბილი მარილიანი წყალი.
1. მარილი და ნიორი
ნიორი დააქუცმაცეთ, დაამატეთ მარილი, აურიეთ და შეიზილეთ დაზიანებულ კბილზე. 1 წუთის შემდეგ გამოივლეთ თბილი მარილიანი წყალი.
2. ნივრის სავლები
სავლების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 4 კბილი ნიორი
- 1 ჩ. კ. მარილი
- 1 ჩ. ჭ. ცხელი წყალი
მომზადების წესი:
ნიორი დააქუცმაცეთ, დაამატეთ მარილი, დაასხით ცხელი წყალი და აურიეთ. გამოივლეთ სავლები და ეფექტური შედეგიც არ დააყოვნებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!