შემოგთავაზებთ ლიმონის უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტს. ნაზი, ფხვიერი ცომისა და ლიმონის არომატული გულსართით გაჯერებული დესერტი უგემრიელესია.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 100 გრ
- კარაქი 100 გრ
- შაქარი 50 გრ
- მარილი ნახევარი ჩ. კ.
- 1 ლიმონის ცედრა
გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 3 ცალი
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- ფქვილი 1 ს. კ.
- ლიმონი წვენი ნახევარი ჩ. ჭ.
- ნახევარი ლიმონის ცერა
- შაქრის ფხვნილი (ზემოდან მოსაყრელად)
მომზადების წესი:
- მოამზადეთ საჭირო რაოდენობის ლიმონის ცედრა და წვენი.
- ამზადებთ ცომს. თასში ჩაყარეთ ფქვილი და ჩაახეხეთ ცივი კარაქი. შემდეგ დაამატეთ შაქარი, მარილი და აურიეთ. დაამატეთ 1 ცალი ლიმონის ცედრა და მოზილეთ ცომი.
- საცხობ ფორმაში (20 სმ დიამეტრი) ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ცომი თანაბრად გაანაწილეთ. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე და დაიწყეთ გამოცხობა.
- ფორმა ღუმელიდან გამოიღეთ 10 წუთის შემდეგ და დაფარეთ შემდეგი წესის მიხედვით მომზადებული გულსართით. ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ ლიმონის წვენი, ცედრა, შაქარი, სუფრის კოვზი (კარგად სავსე) ფქვილი და აურიეთ. მზა გულსართი დაიტანეთ ნახევრად გამომცხვარ ფენაზე და 20-30 წუთით კვლავ შედეთ ღუმელში.
- დესერტი ფორმიდან გაგრილების შემდეგ ამოიღეთ, დაჭერით კვადრატებად და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
ლიმონის არომატით გაჯერებული დესერტი, ტკბილისა და მჟავის კომბინაცია, დაუჯერებლად გემრიელია. მიირთვით და ისიამოვნეთ!