
ბლინები ყოველთვის იყო და იქნება ყველაზე სწრაფი და მარტივად მოსამზადებელი საუზმე, რომლითაც ოჯახის ყველა წევრის გახარებას შეძლებთ. ბლინები შეგიძლიათ მოამზადოთ, ტკბილი, მარილიანი, სხვადასხვა შიგთავსით შერწყმული.
ამჟამად, შემოგთავაზებთ ყველისა და მწვანილის არომატით გაჯერებული ბლინების რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 200 გრ
- წყალი 300 მლ
- ხმელი ყველი 150 გრ
- ზეთი 50 მლ
- კვერცხი 2 ცალი
- მარილი გემოვნებით
- შაქარი 1 ჩ. კ.
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
- ნიორი 1 კბილი
- ოხრახუში, კამა 1 პატარ კონა
მომზადების წესები:
- კვერცხი, მარილი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერის საშუალო სიჩქარეზე. შემდეგ დაამატეთ წყალი.
- ცალკე თასში აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და ნელ-ნელა შეურიეთ კვერცხიან მასას. ბოლოს დაამატეთ ზეთი.
- ყველი გახეხეთ სახეხზე. მწვანილი წვრილად დაჭერით. ნიორი დაჭყლიტეთ.
- მზა ინგრედიენტები დაამატეთ მომზადებულ ცომს და კოვზით კარგად აურიეთ.
- შეგიძლიათ დაიწყოთ ბლინების მომზადება. პირველად ტაფაზე დაასხით ცოტა ზეთი. ბლინები შეწვით ორივე მხრიდან.
უგემრიელესი ბლინები თვალის დახამხამებაში აღარ იქნება. მიირთვით და ისიამოვნეთ!