ეს შავი მალამო არაჩვეულებრივია კანის პრობლემათაგან თავის დასაღწევად. ის ჩემი საოჯახო აფთიაქის განუყოფელი ნაწილია

186

სამკურნალო შავი მალამო აქტიურად გამოიყენება ტოქსინებისა  და კანის ყველა პრობლემის აღმოსაფხვრელად.

ხელნაკეთი საშუალება მომზადებულია აქტივირებული ნახშირის, ცვილისა და სამკურნალო ზეთების ბაზაზე.

უებარი მალამო კურნავს კანის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა გამონაყარი, დამწვრობა, მწერის ან ობობას ნაკბენი, შხამიანი სურო. მოცემული საშუალება ეფექტურია ჩაზრდილი ფრჩხილის სამკურნალოდ.

მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: 

  • გულყვითელას ზეთი 10 წვეთი
  • ფუტკრის ცვილი 2 ჩ. კ.
  • ბენტონიტური თიხა 3 ჩ. კ.
  • აქტივირებული ნახშირის ფხვნილი 3 ჩ. კ.
  • ქოქოსის ზეთი ნახევარი ჩ. ჭ.
  • აბუსალათინის ზეთი ნახევარი ჩ. ჭ.

გულყვითელას ზეთი გაჯერებულია ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, რომლებიც ასწრაფებს კანის აღდგენას.

აქტივირებული ნახშირი ამცირებს მწერების ნაკბენით გამოწვეულ წვის შეგრძნებას და წმენდს კანს ტოქსინებისგან

ქოქოსის ზეთი გაჯერებულია, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, ატენიანებს კანს

აბუსალათინის ზეთი ატენიანებს კანს. ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული აბუსალათინის ზეთი აკნეს საწინააღმდეგოდ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, დაფშხვენით აქტივირებული ნახშირის აბები.
  2. თასში ჩაასხით ქოქოსის ზეთი, აბუსალათინის ზეთი, დაამატეთ ბენტონიტური თიხა, აქტივირებული ნახშირი და კარგად აურიეთ.
  3. ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ ფუტკრის ცვილი. როდესაც ცვილი მთლიანად გადნება, გადმოდგით ორთქლის აბაზანიდან და შეურიეთ გულყვითელას ზეთი.
  4. მომზადებული მასები გააერთიანეთ. უნდა მიიღოთ  ერთგვაროვანი გლუვი მასა. მალამო გადაიტანეთ მინის თავდახურულ კონტეინერში და გამოიყენეთ საჭიროების მიხედვით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!