ხაჭოს ბლინების რეცეპტი. ისეთი ნაზი და გმერიელი გამოდის, კიდევ არაერთხელ მოამზადებთ

შემოგთავაზებთ ხაჭოთი მომზადებული გემრიელი ბლინების რეცეპტს. აუცილებლდ მოამზადეთ და დარწმუნდით, რომ ხაჭოს ბლინები, მართლაც არაჩვეულებრივია.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფქვილი 250 გრ
  • ხაჭო 250 გრ
  • კვერცხი 3 ცალი
  • კარაქი 5 ს. კ.
  • რძე 300 მლ
  • შაქარი 4 ს. კ.
  • ვანილი
  • გამაფხვიერებელი 10 გრ
  • მარილი მწიკვი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი, მარილი, შაქარი და ვანილი კარგად ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ ხაჭო და დააბლენდერეთ.
  2. გაცრილ ფქვილს დაამატეთ გამაფხვიერებელი და აურიეთ.
  3. ხაჭოიანი მასა გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილს შეაზილეთ ფქვილი. შემდეგ თანდათან დაამატეთ რძე, ხაჭოიანი მასის მეორე ნაწილი, რამდენიმე კოვზი ზეთი და კარგად აურიეთ. მიიღებთ თხელ მასას.
  4. აცხობთ ცხელ ტაფაზე ისე, როგორც ჩვეულებრივ ბლინებს.

ოქროსფრად დაბრაწული ბლინები შეგიძლიათ მიირთვათ თაფლთან ან არაჟანთან ერთად. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!