4 ნატურალური პროდუქტი, რომელიც მოგიგვარებთ საჭმლის მონელების პრობლემებს. არა ყაბზობას, შებერილობას, გულძმარვას და მეტეორიზმს

შემოგთავაზებთ პრობიოტიკური და პრებიოტიკური საკვები პროდუქტების ჩამონთავალს, რომლებიც ორგანიზმს უზრუნველყოფს კუჭის წვენის გამომყოფი ბაქტერიებით და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. გარდა ამისა, ბევრი მათგანი  შეიცავს ბუნებრივ ფერმენტს, რომელიც ძალიან სასრგებლოა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუქციონირებისთვის.

თუ თქვენ საჭმლის მონელების პრობლემები გაქვთ, დაამატეთ თქვენი კვების რაციონს პრობიოტიკური და პრებიოტიკური საკვები პროდუქტები: ქლიავი, კეფირი, მჟავე კომბოსტო, სოიოს სოუსი.

მოგაწვდით მცირე ინფორმაციას, თუ რა სარგებლობა მოაქვს მოცემულ პროდუქტებს ჯანმრთელობისთვის.

1. ქლიავი

ქლიავი არის საუკეთესო ტუტე პროდუქტი. ტუტე თვისებების წყალობით ქლიავი ორგანიზმის მომატებული მჟავიანობის საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა.

ტუტე მინერალების მაღალი შემცველობის წყალობით, ქლიავი ანეიტრალებს ჩვენს ორგანიზმში ჭარბ ცხიმებსა და შაქარს.

მაშასადამე, ქლიავი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს ღვიძლის სწორად ფუნქციონირებას.

ბოჭკოების მაღალი შემცველობის წყალობით ქლიავი საუკეთესო საკვებია ყაბზობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის, რადგან ის მსუბუქი საფაღარათო საშუალებაა.

2. კეფირი

კეფირი არის პროდუქტი, რომელიც მიიღება რძის ფერმენტაციის შედეგად. დიდი რაოდენობით ვიტამინებით, მინერალებითა და შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით გაჯერებული კეფირი მდიდარია ლაქტობაცილებით, ბიფიდუს ბაქტერიებით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საჭმლის მომნელებელი სისტემის დაცვასა და რეგულირებაზე. კეფირი შეიცავს ლაქტოზას, ჩვენი ნაწლავებისა და კუჭის ფუნქციონირებისთვის სასარგებლო ბაქტერიას.

კეფირი ასევე შეიცავს ცოცხალ მიკრო ორგანიზმებს, რომლებიც გვხვდება ნაწლავებში და ხელს უწყობს ნაწლავის ბაქტერიების ბალანსის შენარჩუნებას. კეფირის მიღება ძალიან სასარგებლოა ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემების დროს, რომელსაც ახლავს დიარეა.

3. მჟავე კომბოსტო

მჟავე კომბოსტო არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი პრობიოტიკური საკვები, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

კომბოსტოს ფერმენტაციის შედეგად მიღებული ეს საკვები შეიცავს ლაქტობაცილებსა და ბიფიდობაქტერიებს, რომლებიც ძალიან სასარგებლოა ჩვენი ნაწლავური ფლორისთვის.

მჟავე კომბოსტო არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი პრობიოტიკური საკვები, რომელიც არეგულირებს ნაწლავის pH მაჩვენებელს.

4. სოიოს სოუსი

სოიოს სოუსი შეიცავს ძალიან სასარგებლო ფერმენტებს ჩვენი საჭმლის მონელებისთვის და ასევე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

დაამატეთ კვების რაციონს მოცემული საკვები პროდუქტები და იზრუნეთ თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებაზე.