ვაშლის სამბუკი-ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ დესერტი

შემოგთავაზებთ ვაშლის დესერტის, სამბუკის, რეცეპტს, რომელიც ნამდვილი ნეტარებაა.

უნაზესი საოცრების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ვაშლი 200 გრ
  • 1 ცალი კვერცხის ცილა
  • შაქარი 100 გრ
  • ჟელატინი 8 გრ + 60-80 გრ ცივი წყალი

მომზადების წესი:

  1. ვაშლი გათალეთ, გაასუფთავეთ თესლისგან, დაჭერით, დააწყვეთ საცხობ ფორმაზე და გამოაცხევთ ღუმელში. გამოსაცხობად დასჭირდება 15-20 წუთი. ვაშლი უნდა დარბილდეს.
  2. ჟელატინს დაასხით 60-80 მლ ცივი წყალი. ვაშლი დააბლენდერეთ.
  3. აფუებული ჟელატინი დადგით ორთქლის აბაზანაზე.  განუწყვეტლივ ურიეთ და ჟელატინი გაადნეთ, მაგრამ მასა არ აადუღოთ.
  4. ვაშლის გაგრილებულ პიურეს დაამატეთ კვერცხის ცილა, შაქარი და 2 წუთის განმავლობაში მიქსერით კარგად ათქვიფეთ.
  5. როდესაც მასა გახდება თეთრი და ერთგვაროვანი, ნელ-ნელა შეურიეთ ჟელატინი. მზა მასა გადაიტანეთ თქვენთის სასურველ ჭურჭელში და შედეთ მაცივარში.

როგორც ხედავთ, ვაშლის სამბუკი უმარტივესი მოსამზადებელია. დესერტის გემო და არომატი შეუდარებელია.

მოამზადეთ ვაშლის უგემრიელესი სამბუკი და ისიამოვნეთ!