ხაჭოს უნაზესი დესერტი გაჯერებული ლიმონის არომატით

შემოგთავაზებთ ლიმონის არომატით გაჯერებული ხაჭოს უნაზესი და უგემრიელესი დესერტის რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 6 ცალი
  • უცხიმო ხაჭო 750 გრ
  • კარაქი 180 გრ
  • შაქრის ფხვნილი 150 გრ
  • მანანი 85 გრ
  • 1 ცალი ლიმონის ცედრა
  • ლიმონის წვენი 3 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. ლიმონი გახეხეთ წვრილ სახეხზე, აიღეთ მხოლოდ ყვითელი ფენა. შემდეგ გამოწურეთ წვენი.
  2. დარბილებული კარაქი და შაქრის ფხვნილი ათქვიფეთ, დაამატეთ ლიმონის ცედრა და ლიმონის წვენი.
  3. სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხი. შემდეგ დაამატეთ ხაჭო,  მანანი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  4. კექსის საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მომზადებული მასა თანაბრად გაანაწილეთ.
  5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 50 წუთი. მზა ღვეზელი 30 წუთი დატოვეთ გამორთულ ღუმელში.
  6. ღვეზელი ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან, გააგრილეთ და დაფარეთ შაქრის ფხვნილით.

ლიმონის ნამცხვარს ძალიან უხდება არაჟანი, თაფლი, მურაბა და ცხელი არომატული ჩაი.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!