შემოგთავაზებთ უმარტივესი, ძალიან გემრიელი და არომატული კერძის რეცეპტს. ღუმელში მომზადებული ყველითა და ნივრით შეზავებული ოქროსფრად დაბრაწული კარტოფილი თქვენი ოჯახის ყველა წევრს მოეწონება.
კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენეტები:
- კარტოფილი 1,5 კგ
- ყველი პარმეზანი 50 გრ
- ნიორი 2 კბილი
- მარილი, პილპილი, სანელებლები
- ზეთი 3-4 ს. კ.
მომზადების წესი:
- კარტოფილი არ გათალოთ, კარგად გარეცხეთ, გაწმინდეთ და გაჭერით 4 ნაწილად. შემდეგ შეაზავეთ მარილით, თქვენთვის სასურველი სანელებლებით, პილპილით, მოასხით ზეთი და აურიეთ.
- დაქუცმაცებული ნიორი და გამდნარი კარაქი აურიეთ. ყველი დაჭერით კუბიკებად.
- საცხობ ფორმაზე გაანაწილეთ კარტოფილი და 20 წუთით შედეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, კარტოფილს მოასხით ნივრისა და კარაქის ნარევი, მოაყარეთ ყველი და 10 წუთით კვლავ ღუმელში შედეთ.
შეგიძლიათ სუფრასთან მიტანამდე მოაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
ხრაშუნა ქერქით, ოქროსფრად დაბრაწული გემრიელად შეზავებული კარტოფილი სადღესასწაულო სუფრასაც კი დაამშვენებს.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!