თუ მოხარშული წიწიბურა შემოგრჩათ, მოამზადეთ უგემრიელესი ტეფტელები

შემოგთავაზებთ უგემრიელესი, ცხელი კერძის, ხორცითა და წიწიბურათი მომზადებული ბურთულების რეცეპტს. კერძი მოსამზადებლად მარტივია და ინგრედიენტებიც ხელმისაწვდომია.

ხორცის ბურთულების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ფარში (თქვენთვის სასურველი) 500 გრ
  • მოხარშული წიწიბურა (მოცულობით ოდნავ უნდა აღემატებოდეს გატარებულ ხორცს)
  • ხახვი 2 თავი (წვრილად დაჭრილი)
  • კვერცხი 2 ცალი
  • მაიონეზი 2-3 ს. კ.
  • მარილი, პილპილი

სოუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • სტაფილო (დიდი) 1 ცალი
  • ხახვი 1 თავი
  • ტომატის პასტა 1 ს. კ.
  • წყალი 2-3 ჩ. ჭ.
  • მარილი, პილპილი
  • ნიორი 2 კბილი
  • სანელებლები (თქვენი გემოვნებით)

მომზადების წესი:

  1. ხორცის ბურთულების მოსამზადებლად მოცემული  ინგრედიენტები აურიეთ, გამოხელეთ პატარა ბურთები, ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეთში (გამოიყენეთ ცოტა ზეთი). მზა ბურთულები ჩააწყვეთ ქვაბში.
  2. სოუსის მოსამზადებლად სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა და მოთუშეთ იმ ზეთში, რომელშიდაც შეწვით ბურთულები. ხახვს დაამატეთ ნიორი, ტომატი და წყალი. შემდეგ თქვენი გემოვნების მიხედვით შეაზავეთ მარილით, სანელებლებით და ადუღეთ 2 წუთი. მზა სოუსი დაასხით ხორცის ბურთულებს. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთი.

გემრიელი ბურთულები შეგიძლიათ მიირთვათ თქვენთვის სასურველ გარნირთან ან ბოსტნეულთან ერთად.