ნაადრევი სიბერე, ღრმა ნაოჭებისა და ლაქების გაჩენა თავიდან რომ აირიდოთ, გამოიყენეთ ხელმისაწვდომი საშინაო ნიღაბი

წლებთან ერთად ჩვენი კანი იცვლება და თანდათან აისახება სიბერის პირველი ნიშნები: კანი დუნდება, ჩნდება ნაკეცები,  ნაოჭბი, პიგმენტური ლაქები, მუქი წრეები თვალების გარშემო, კანის ტონალობა ხდება არათანაბარი.

ყველა ადამიანის სურვილია, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოს ახალგაზრდობა და სილამაზე, იყოს უფრო თავდაჯერებული და იცხოვროს აქტიური ცხოვრების წესით.

სტატიაში შემოგთავაზებთ მარტივი, ბიუჯეტური, ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც კანს მიანიჭებთ ელასტიურობას, შეიმცირებთ ნაოჭებს, გაიღიავებთ ლაქებს, მაქსიმალურად შეაფერხებთ ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების გამოვლენას.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ზეითუნის ზეთი 5 წვეთი
  • ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი 10 წვეთი
  • 1 ცალი ნატურალური იოგურტი (დანამატების გარეშე)

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. ჟანგვითი პროცესების თავიდან ასაცილებლად არ გამოიყენოთ რკინის კონტეინერი.
  2. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 3-ჯერ და შედეგიც დიდი ხნით არ დააყოვნებს.