როგორ გავიუმჯობესოთ მდგომარეობა საგრძნობლად სახსრების ტკივილის დროს მხოლოდ კვერცხით

მუხლი ადამიანის ჩონჩხის ერთ-ერთი მთავარი სახსარია. სწორედ მისი საშუალებით ასრულებს ადამიანი სხვადასხვა მოძრაობებს: დადის, დარბის, დგება, ჯდება, დახტის. ასე, რომ ჯანმრთელი მუხლი ჩვენი სრულფასოვანი ცხოვრების საწინდარია.

მუხლის სახსრის ცვეთა შეიძლება გამოწვეული იყოს ხვადასხვა მიზეზთა გამო, როგორიცაა, ასაკი, ჭარბი წონა, ართრიტი, ტრამვები.

მუხლის სახსრის ცვეთა იწვევს მთელ რიგ პრობლემებს:  გაუსაძლის ტკივილს, ანთებას და მოძრაობის უნარიც კი შეიძლება დავკარგოთ. ამიტომ ადრევე უნდა დავიწყოთ მასზე ზრუნვა. თუ ამ ფაქტს გავითვალისწინებთ, მაშინ გართულებებს თავიდან ავიცილებთ.

სტატიაში შემოგთავაზებთ ნატურალური იგრედიენტებით გაჯერებულ რეცეპტს, რომელიც შეძლებს სამუდამოდ აღმოფხვრას მუხლის ტკივილი.

საბედნიეროდ, არსებობს ბუნებრივი იგრედიენტები, რომლებიც ამ პრობლემას ყოველგვარი ქიმიური მედიკამენტების გარეშე მოგიგვარებთ. და ეს ჯადოსნური იგრედიენტი კვერცხია.

ამ უძლიერესი სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • კვერცხის გული
  • მარილი 2 ს. კ.
  • ელასტიური სახვევი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. კვერცხის გულს დაამატეთ მარილი და კარგად ათქვიფეთ.
  2. მომზადებული ნაზავი დაიტანეთ მარლის საფენზე, დაიდეთ დაზიანებულ სახსარზე და ელასტიური სახვევით გადაიხვიეთ.
  3. საფენი მუხლზე დაიტოვეთ 2 საათით.
  4. დღის განმავლობაში საფენი დაიდეთ 4-ჯერ.

რატომ არის ეს საშუალება ეფექტური?

მარილი და კვერცხი ნატურალური და უამრავი სასარგებლო თვისებით გაჯერებული პროდუქტებია.

მარილი შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმს. მარილს შეუძლია ანთებითი პროცესების შემცირება, შეწოვა, რაც იწვევს ტკივილების შემსუბუქებას.

კვერცხის გული შეიცავს დიდი რაოდენობით ცილასა და მინერალებს, რომელთაც შეუძლია ორგანიზმში შეღწევა და ქსოვილების, იოგებისა და ძვლების გამაგრება.

სტატიაში შემოგთავაზებთ სხვა რეკმენდაციებსაც, რომლებიც გაგათავისუფლებთ საშინელი ტკივილებისგან.

დაზიანებულ მუხლზე დღის განმავლობაში 4-5-ჯერ დაიდეთ ყინული.

აგრეთვე მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ მდოგვის ეთერზეთი. მდოგვი-ეს საოცარი სანელებელია, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. დაზიანებულ ნაწილში სისხლის მიმოქცევის გააქტიურებით, ყინული ხელს შეუწყობს ანთებითი პროცესის შემსუბუქებას, რის შედეგადაც  ტკივილი გაქრება.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, რათა კიდევ დიდხანს შეძლოთ სრულყოფილად ცხოვრება.