შემოგთავაზებთ უგემრიელესი და არომატული, ცხელი კერძის რეცეპტს. პამიდვრითა და არომატული სანელებლებით შეზავებული ბადრიჯანი და ლობიო ძალიან მოგეწონებათ.
კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ბადრიჯანი 2 ცალი
- პამიდორი 4 ცალი
- ლობიო 250 გრ (მოხარშული)
- წიწაკა ჩილი ნახევარი
- ხახვი 100 გრ
- კამა 10 გრ
- დაფქული ქინძი 1 ჩ. კ.
- რეჰანი 3 ღერო
- ნიორი 10 გრ
- მარილი, სანელებლები გემოვნებით
- ცოტა ზეთი
მომზადების წესი:
- ბადრიჯანი დაჭერით კუბიკებად, დაყარეთ საწურზე და მოაყარეთ მარილი. ნახევარი საათის შემდეგ გარეცხეთ, ხელსახოცით შეაშრეთ, მოასხით ცოტა ზეთი, კარგად აურიეთ, დაყარეთ ტაფაზე და თუშეთ 5 წუთი.
- შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, პამიდორი, ჩილის წიწაკა, შეგიძლიათ დაამატოთ ნახევარი ჭიქა წყალიც, შეაზავეთ მარილით, დაფქული ქინძით და 7-8 წუთი თუშეთ დაბალ ცეცხლზე. ბოლოს დაამატეთ მოხარშული ლობიოს მარცვლები.
სუფრასთან მიტანის წინ შეაზავეთ წვრილად დაჭრილი კამით, რეჰანითა და ნივრით. გემრიელად მიირთვით!