კანის მდგომარეობა, როგორც წესი, დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, ამიტომ საკმაოდ რთულია მისი იდალურ მდგომარეობაში შენარჩუნება.
კანს სჭირდება მუდმივი ზრუნვა, კვება და დატენიანება როგორც ადგილობრვი გზით, ისე შინაგანი. აუცილებელია, იკვებოთ სწორად და გაიჯეროთ ორგანიზმი საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით.
სტატიაში შემოგთავაზებთ საუკეთესო საშუალებებს, რომელთა წყალობითაც კანს კვებავთ, ავსებთ სიცოცხლისუნარიანობით, ებრძვით ნაოჭებს, ნაწიბურებს, აკნეს, სტრიებს, ეგზემას, ფსორიაზს.
1. ვიტამინი A
ვიტამინი A საუკეთესო საშუალებაა ნაოჭების შესამცირებლად და მათი წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. დაამატეთ თქვენი კვების რაციონს A ვიტამინით მდიდარი პროდუქტები: სტაფილო, ნესვი, გოგრა, გარგარი, წითელი ტკბილი წიწაკა, კვერცხი, ბროკოლი, პამიდორი და სხვა. აგრეთვე გამოიყენეთ მოცემული ვიტამინით მდიდარი პროდუქტების ბაზაზე მომზადებული სახის კანის ნიღბები.
2. თუთია
თუთია კანისთვის აუცილებელი ელემენტია, განსაკუთრებით, თუ ებრძვით აკნესა და ფსორიაზს. დაამატეთ თქვენი კვების რაციონს თუთიით მდიდარი პროდუქტები: პარკოსნები, თხილეული, თესლეული, ხორცი, კვერცხი.
მათთვის, ვინც აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს რეკომენდებული დოზაა 30 მგ ელემენტარული თუთია, ხოლო თუ თქვენ პასიურ ცხოვრებას ეწევით, საკმარისია 10-20 მგ დღეში.
3. კოლაგენი
კოლაგენი აუცილებელია კანის ჯანმრთელობისთვის. კოლაგენი ადამიანის სხეულში ყველაზე დიდი რაოდენობით არსებული ცილაა, რომელიც გვხდება ძვლებში, კუნთებში, კანში და მყესებში. კოლაგენი უზრუნველყოფს კანის ელასტიურობასა და ახალგაზრდულ იერს. რეკომენდებულია დღეში კოლაგენის ფხვნილის, დაახლოებით, 10 გრ-ის მიღება.
4. ვიტამინი C
ვიტამინი C აუცილებელია კანის ჯანმრთელობისთვის. მოცემული ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მოხმარება კანს ანიჭებს ელასტიურობას. C ვიტამინი შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი პროდუქტებიდან: ასკილი, მარწყვი, წითელი და მწვანე წიწაკა, პამიდორი, მოცხარი, ოხრახუში, კამა, კივი, ფორთოხალი, ლიმონი და ა. შ.
5. ქაცვის ზეთი
ქაცვის ზეთი ომეგა-7 საუკეთესო წყაროა. მისი სამკურნალო თვისებები ხელს უწყობს კანის პრობლემების ფართო სპექტრის მკურნალობას. აქტიურად გამოიყენება აკნეს, დერმატიტის, ეგზემის, ნაწიბურებისა და სტრიების საწინააღმდეგოდ.
ქაცვის ზეთი ეფექტურად გამოიყენება მზის დამწვრობებისა და ნაწიბურების სწრაფად შესახორცებლად. გარეგანი მოხმარების მიზნით რეკომენდებულია გამოიყენოთ დღეში 2000-5000 მგ ქაცვის ზეთი.
6. არგანის ზეთი
არგანის ზეთი საუკეთესოა როგორც თმისთვის, ისე კანის ელასტიურობისთვის. 50 წელზე უფროსი ასაკის ქალების კანზე არგანის ზეთის ზემოქმედების შესწავლის შედეგად ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოცემული ზეთის ყოველდღიური ადგილობრივი გამოყენება აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და აფერხებს დაბერების პროცესს.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე!