45 წლის ზემოთ კანი ყელის, მკლავების, მუცლისა და თეძოების მიდამოებში კარგავს ელასტიურობას. გარდა ასაკისა ამის მიზეზი შეიძლება იყოს ხანგრძლივი დიეტები, წონის სწრაფი კორექცია და ჰორმონალური დარღვევები.
კანის ელასტიურობის აღდგენა შეგიძლიათ სახლის პირობებშიც ნატურალური საშუალებების გამოყენებით.
ქაფურის ზეთი- გამოიყენება კანის მოსავლელად. ის ეფექტურია გამონაყარის, ნაწიბურებისა და ნაოჭების შესამცირებლად. ხელს უწყობს თმის ზრდას.
ყავა- დაბერების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა. კოფეინი აუმჯობესებს კანის ელასტიურობას, გარდა ამისა შესაძლებელია აგარიდოთ კანის კიბო.
კოსმეტიკური თიხა-ბუნებრივი პროდუქტია, რომელსაც აქვს ლიფტინგის ეფექტი. ნაოჭებისა და მოდუნებული კანის საწინააღმდეგო ნიღბებისთვის გამოიყენება შავი და ლურჯი თიხა.
ამ კომპონენტებს სალონებშიდაც იყენებენ ნიღბებისთვის, კომპრესებისთვის.
საჭირო იგრედიენტები:
- ყავის ნალექი 2 ს. კ.
- ქაფურის ზეთი 1 ს. კ.
- კოსმეტიკური თიხა 2 ს. კ.
მომზადების წესი:
განაზავეთ თიხა ისე, როგორც ინსტრუქციაში არის მითითებული, დაამატეთ ქაფურის ზეთი და ყავის ნალექი. მომზადებული მასა დაიტანეთ პრობლემურ ადგილებზე და მაქსიმალური თერმული ეფექტისათვის შემოიხვიეთ საკვების ცელოფანი. 40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.
ჩაიტარეთ სულ 10 პროცედურა კვირაში 2-ჯერ. თქვენი კანი თანდათან გახდება ელასტიური და აბრეშუმისებრი.
გამოიყენეთ ნიღაბი, ეფექტით დატკბით და მეგობრებსაც გაუზიარეთ.