შემოგთავაზებთ არაქისის, მიწის თხილის, კარაქის რეცეპტს.
არაქისის კარაქი ორგანიზმისთვის საჭირო ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მოამზადეთ არაქისის კარაქი, რომელიც ბევრად უფრო იაფი დაგიჯდებათ და გარდა ამისა, არ შეიცავს მავნე დანამატებს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მიწის თხილი 2 ფინჯანი
- თაფლი 3 ს. კ.
- მარილი ნახევარი ჩ. კ.
- ზეთი 3-4 ს. კ.
მომზადების წესი:
მიწის თხილი მოხალეთ, კანისგან გაასუფთავეთ და წმინდად დაფქვით ან დააბლენდერეთ. შემდეგ დაამატეთ ზეთი, თაფლი, მარილი და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მზა მასა გადაიტანეთ მინის ქილაში. გემრიელად მიირთვით!