გახდომის ეს საიდუმლო რეცეპტი გერმანულ სამეცნიერო ჟურნალში დაიბეჭდა. შედეგი 2 კვირაში!

0
4973

თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ ზედმეტ კილოგრამებს ”ჰაერიდან” (უმიზეზოდ) იმატებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს ინფორმაცია. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ცნობილი ნატუროპათის, ექიმ ჯარვისის სტატიას სრულიად შემთხვევით წავაწყდი, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ხალხურ მედიცინას შეისწავლიდა. მან გამოავლინა ყველაზე ეფექტური ხალხური საშუალებები და დაუნდობლად კიცხავდა ალტერნატიული მედიცინის იმ მეთოდებს, რომლებიც აბსოლიტურად უსარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის.

სტატიიდან გამომდინარე, ექიმი ჯარვისი ყურებამდეა შეყვარებული ვაშლის ძმარზე. მას დეტალურად აქვს მოთხრობილი ამ ნატურალური პროდუქტის სასარგებლო გავლენის შესახებ ადამიანის ორგანიზმზე. სწორედ ვაშლის ძმრის დახმარებითაა შესაძლებელი ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარეგულირება, ორგანიზმის გაჯანსაღება, შინაგანი ორგანოების გაახალგაზრდავება და ჭარბი კილოგრამების მოშორება.

როგორ მივიღოთ ვაშლის ძმარი წონის დასაკლებად?

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა წყალი (გაფილტრული ან ბუტილირებული);
  • 2 ჩ.კ ვაშლის ძმარი;
  • ერთი მწიკვი სოდა.

მომზადება: 

უბრალოდ ჩაამატეთ 1 ჭიქა (200 მლ) წყალში 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი, ერთი მწიკვი საკვები სოდა და კარგად მოურიეთ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ კუჭის მჟავიანობის მაღალი მაჩვენებელი გაქვთ, შეგიძლიათ თამამად მიიღოთ ეს საშუალება, რადგან საკვები სოდა ანეიტრალებს ძმარმჟავას, თუმცა მიუხედავად ამისა, სასარგებლო მიკროელემენტები და ნივთიერებები ამ სასმელში ხელშეუხებელი, უვნებელი რჩება.

სისხლის ჯანსაღი შემადგენლობა, ერითროციტების წარმოების ნორმალური სიჩქარე და სისხლის კარგი მიმოქცევა გარანტირებულია რეგულარულად ამ საოცრად სასარგებლო სასმელის მიღების შემდეგ.

თითეულ ადამიანს, რომელიც გაცხიმოვნებისგან და ჭარბი წონისგან იტანჯება, შენელებული აქვს სისხლის ცირკულაცია. მეტიც, ამ პრობლემის მქონე ადამიანებში საკმაოდ ხშირად ვხვდებით ანემიას. თუ თქვენ რეგულარულად ვაშლის ძმრისგან დამზადებულ ამ სასმელს მიიღებთ, შეძლებთ საჭმლის მონელების პროცესის დაჩქარებასა და გაუმჯობესებას. სასიამოვნო ცვლილებები შესამჩნევია კურსის დაწყებიდან 2 კვირაში.

როგორ მივიღოთ ეს სასმელი ისე, რომ მან მოგვცეს მაქსიმალური შედეგი ხანმოკლე დროში? მიირთვით 1 ჭიქა ეს სასმელი ყოველდღიურად მშიერ კუჭზე, საუზმობამდე 20 წუთით ადრე. როგორც უკვე გითხარით, საკვები სოდა ანეიტრალებს ძმარმჟავას. სწორედ ამიტომ, ამ სასმელის მიღება მშიერ კუჭზე არ მიაყენებს ზიანს თქვენს ორგანიზმს.

მეორე ჭიქა მიიღეთ საღამოს, ვახშმობამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე. მოიქეცით ასე ყოველდღიურად 2 კვირის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ამ კურსის ჩატარების პარალელურად აუცილებელია უარის თქმა ცომეულზე და ტკბილეულზე. გაამდიდრეთ კვების რაციონი ბოსტნეულითა და ხილით. განსაკუთრებით სასარგებლოა ამ კურსის პარალელურად კვების რაციონის სტაფილოთი და ვაშლით გამდიდრება. თუ თქვენ ამ რეკომენდაციებს 100%-იანი სიზუსტით დაიცავთ, მიღებული შედეგი შთამბეჭდავი იქნება!

გარდა იმისა, რომ ეს სასმელი მოგიყვანთ შინაგან ორგანოებს მწყობრში და შეგიწყობთ ხელს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში, ის დაგეხმარებათ პრობლემურ ზონებზე ცხიმოვანი ფენების შემცირებაში.

დაიწყეთ საკუთარ თავზე ზრუნვა დღეიდანვე! გადადით დაბალნახშირწყლოვან დიეტაზე და მიიღეთ ყოველდღიურად ექიმ ჯარვისის მიერ შემოთავაზებული ეს საოცრად სასარგებლო სასმელი. წონის დაკლება და ცხიმოვანი ფენების შემცირება ძალიან მარტივია ამ მეთოდის დახმარებით!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here