შემოგთავაზებთ ბრაზიული ფუმფულა ფუნჩულების რეცეპტს, რომელსაც საოცარ არომატს ჰმატებს ვანილის უგემრიელესი და უნაზესი კრემი.
ფუნჩულების ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- საფუარი 7 გრ
- თბილი რძე 200 მლ
- ფქვილი 800 გრ
- შაქარი 3 ს. კ.
- დარბილებული კარაქი 3 ს. კ.
- მარილი მწიკვი
- ზეთი შესაწვავად
კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე 2 ჩ. ჭ.
- სახამებელი 2,5 ს. კ.
- 4 ცალი კვერცხის გული
- შაქარი ნახევარი ჩ. ჭ.
- ვანილის ექსტრაქტი 1 ჩ. კ. ან ვანილი გემოვნებით
- 1 ცალი ლიმონის ცედრა
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ზელთ ცომს. თბილ რძეს დაამატეთ საფუარი და დააყოვნეთ 5 წუთი.
- თასში აურიეთ ფქვილი და შაქარი, დაამატეთ კვერცხი, კარაქი, დაასხით საფუვრიანი რძე და კარგად ათქვიფეთ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე. მიიღებთ რბილ და გლუვ ცომს. ცომს ზელთ, დაახლოებით, 8 წუთი.
- მზა ცომს გადააფარეთ ჯერ საკვების ცელოფანი, შემდეგ ტილო და გააჩერეთ 20 წუთი.
- სამუშაო ზედაპირზე მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ ცომი, დაახლოებით, 12-15 მმ სისქის ფენად და ჭიქით გამოჭერით ფუნჩულები. ფორმაზე მოაყარეთ ფქვილი და დააწყვეთ მზა ცომები. დაიცავით მანძილი, რადგან ფუნჩულები კიდევ აფუვდება. ფორმას გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ 30 წუთი.
- სქელძირიანი ქვაბი ნახევრამდე გაავსეთ ზეთით და დადგით საშუალო ცეცხლზე. ცხელ ზეთში ჩადეთ ცომი და ორივე მხრიდან შეწვით. ოქროსფრად დაბრაწული ფუნჩულები დააწყვეთ ხელსახოცზე. ამ გზით შეძლებთ ზედმეტი ცხიმის მოშორებას.
- ფუნჩულები გაჭერით შუაზე, შეგიძლიათ ბოლომდე არ გაჭრათ და ამოავსეთ კრემით.
- კრემის მოსამზადებლად სახამებელს დაამატეთ თბილი რძის მესამედი და კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ კვერცხის გული, შაქარი, დარჩენილი რძე, კიდევ ერთხელ აურიეთ და 5 წუთი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ ვანილის ექსტრაქტი, ლიმონის ცედრა და აურიეთ. უგემრიელესი კრემიც მზად არის.
მოამზადეთ უგემრიელესი ფუნჩულები და ისიამოვნეთ!