შეშუპება, მუცლის შებერილობა და ყაბზობა წარსულში რომ მოიტოვოთ, მიიღეთ მარტივი საშინაო საშუალება

ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული სასმელები გაძლევთ ყველა სახის ხილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის შერევის საშუალებას. გემრიელი და სასარგებლო სმუზების წყალობით იღებთ უამრავ საკვებ ნივთიერებას. მეორე მხრივ, შეგიძლიათ დაიკლოთ წონაში, გაიწმინდოთ ორგანიზმი და მოიგვაროთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ამჯერად, შემოგთავაზებთ ვიტამინების კრებულის რეცეპტს, რომლის შემადგენლობა დატვირთულია ისეთი სასარგებლო პროდუქტებით, როგორიცაა ნესვი, კიტრი, ნიახური, ლიმონის წვენი, ჩიას მარცვლები.

მოცემული საშუალება ეფქტურად გამოიყენება ყაბზობისა და  სითხის შეკავების დროს, ებრძვის შეშუპებას.

ნუ დაიზარებთ, 2 წუთში შეძლებთ მომზადებას და შედეგიც გასიამოვნებთ, ერთ კვირაში ზედმეტ 2 კილოგრამს მოიშორებთ.

სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • დაჭრილი ნესვი 1 ჩ. ჭ.
  • დაჭრილი კიტრი ნახევარი ჩ. ჭ.
  • ნიახური 2 ღერო ან ოხრახუში პატარა კონა
  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.
  • წყალი 1 ჩ. ჭ.
  • ჩიას თესლი 1 ს. კ.
  • თაფლი გემოვნების მიხედვით

მომზადებისა და მიღების წესები:

პირველ რიგში, ჩიას მარცვლები ჩაალბეთ წყალში და ნახევარი საათით დააყოვნეთ. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, მოცემული ინგრედენტები მოათავსეთ ბლენდერში  და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

რეკომენდებულია, სმუზის საუზმემდე ან საუზმის დროს დალევა. მის სარგებელს მიიღებთ პირველივე გამოყენებისთანავე.

მოცემული საშუალება საუკეთესოა შეშუპების, მუცლის შებერილობის, ზედმეტი წონის წინააღმდეგ. მისი წყალობით შეძლებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის მოგვარებას, რადგან შემადგენლობა დატვირთულია, უძლიერესი სამკურნალო თვისებებით.  გისურვებთ ჯანმრთელობას!