მოწევა არა მხოლოდ მავნებელია, არამედ საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის. მწეველებს უგროვდებათ დიდი რაოდენობით ლორწო და ნიკოტინი, რაც იწვევს ხველას. ზოგიერთ მწეველს ბრონქიტიც კი უვითარდება, რადგან ნიკოტინი დეპონირდება ჩვენი სასუნთქი სისტემის ყველა ორგანოზე.
აუცილებელია ამ მავნე ნივთიერებებიდან ფილტვების, ბრონქების, სასუნთქი სისტემის გაწმენდა და ამ გზით თავს დააღწევთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის განვითარებას.
შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ელექსირის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ფილტვების ღრმა გაწმენდას.
ელექსირის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხახვი 1 კგ
- ჯანჯაფილის გახეხილი ფესვურა (პატარა)
- 1 ლ წყალი
- 400 გრ თაფლი
- კურკუმა გემოვნების მიხედვით
მომზადებისა და მიღების წესები:
- წყალი აადუღეთ, დაამატეთ დაჭრილი ხახვი, გახეხილი ჯანჯაფილი, კურკუმა და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ მასა 2-ჯერ არ დაიკლებს.
- გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ, დაამატეთ თაფლი და კარგად აურიეთ. ელექსირი გადაიტანეთ მინის ბოთლში და შეინახეთ მაცივარში.
- მომზადებული ელექსირის 2-2 ს. კ. მიიღეთ დღეში 2-ჯერ. პირველი უზმოზე, ხოლო მეორე სადილამდე ერთი საათით ადრე. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა გააგრძელეთ ნახარშის ამოწურვამდე.
მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება, გაიწმინდეთ ფილტვები ლორწოსგან, ტოქსინებისგან და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!