თუ ძილთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, ბანანის ჩაი მათ მოგვარებაში აუცილებლად დაგეხმარებათ

ალბათ, ყველას გსმენიათ გამონათქვამი, თუ ძილის წინ მიიღებთ ფინჯან თბილ რძეს, შეძლებთ მშვიდად დაძინებას.

არსებობს კიდევ ერთი მარტივი საშუალება, რომელიც რძეზე არანაკლებ ეფექტურია.

ძილი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის. უძილობამ შეიძლება გაზარდოს ქრონიკული დაღლილობისა და ისეთი დაავადებების განვითარების რისკი, როგორიცაა  ჰიპერტენზია, დეპრესია, სისუსტე.

ძილის დროს თქვენი ორგანიზმი ისვენებს, აღდგება უჯრედულ დონეზე და ასევე აქტიურად აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს.

უძილობა ხელს უწყობს ნაადრევ დაბერებას, აგრეთვე იწვევს კანზე მუქი ლაქებისა და ნაოჭების გაჩენას.

სტატიაში შემოგთავაზებთ სასმელის რეცეპტს, რომლის  დახმარებითაც შეძლებთ სწრაფად და მშვიდად დაძინებას.

ბანანისა და დარიჩინის ჩაი გემრიელი და სასარგებლო სასმელია, რომელიც ბუნებრივი გზით გაგათავისუფლებთ მოცემული პრობლემისგან.

სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ცალი ბანანი
  • 0,5 ლ წყალი
  • მწიკვი დარიჩინი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, აადუღეთ წყალი. ბანანი კარგად გარეცხეთ, მოაჭერით ბოლოები, დაჭერით კანთან ერთად, დაამატეთ წყალს და ადუღეთ 10 წუთი. ნახარში გადაწურეთ და დაამატეთ დარიჩინი.
  2. დაძინებამდე 1 საათით ადრე მიიღეთ ფინჯანი თბილი სასმელი და დაიძინეთ როგორც ჩვილმა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!