ოცნებობთ, რომ ლამაზი, მბზინვარე და გრძელი თმა გქონდეთ და ძალ-ღონეს არ იშურებთ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ.
საფუარი თმის გასაზრდელი უებარი საშუალებაა.
სტატიაში შემოგთავაზებთ საფურვის ბაზაზე დაფუძნებულ თმის გასაზრდელი ნიღბების რეცეპტებს.
რეცეპტი N 1
საჭირო იგრედიენტები:
- საფუარი 30 გრ
- წყალი 1 ს. კ.
- წიწაკის ნაყენი 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ, დაიტანეთ თავის კანზე, შეიზილეთ თმის მთელ სიგრძეზე, გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ.
რეცეპტი N 2
საჭირო იგრედიენტები:
- ბალახების ნაყენი რამდენიმე ს. კ.
- საფუარი 1 ჩ. კ.
- თალგამის ზეთი 1 ს. კ.
- ნებისმიერი ეთერზეთის რამდენიმე წვეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოამზადეთ ნებისმიერი სამკურნალო ბალახის ნაყენი. თბილ ნაყენში აურიეთ საფუარი და გააჩერეთ 30 წუთი.
- შემდეგ დაამატეთ კვერცხის გული, თალგამის ზეთი და რემდინემე წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი.
- ნარევი კარგად შეზილეთ თმის ძირებზე და დაიტოვეთ ერთი საათი, შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ. საშუალება გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ.
რეცეპტი N 3
საჭირო იგრედიეტები:
- საფუარი 1 ს. კ.
- ცხელი წყალი 2 ს. კ.
- შაქარი 1 ჩ. კ.
- თაფლი 1 ს. კ.
- მდოგვის ფხვნილი 2 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
საფუარს დაასხით გაცხელებული წყალი, დაამატეთ შაქარი და გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ დაამატეთ თაფლი და მდოგვის ფხვნილი. მომზადებული ნიღაბი დაიტანეთ თმის ძირებზე და გაიჩერეთ 1 საათი, შემდეგ ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ. ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.
გამოიყენეთ შემოთვაზებული რეცეპტები, მოამზადეთ ბუნებრივი იგრედიენტებით გაჯერებული საშუალებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.