თვალი ჩვენი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. მისი საშუალებით ვხედავთ და ვტკბებით სამყაროს მშვენიერებით. სამწუხაროდ, წლებთან ერთად მხედველობა თანდათან უარესდება. მაგრამ, გარდა ასაკისა, მხედველობის გაუარესებას იწვევს არასწორი კვება და ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების დეფიციტი.
თითოეული ადამიანი ვალდებულია გაუფრთხილდეს საკუთარ ჯანმრთელობას, იკვებოს სწორად და მიიღოს აუცილებელი ვიტამინები, მინერალები.
მხედველობის გაუმჯობესებისთვის განსაკუთრებით აუცილებელია A ვიტამინი.
დაამატეთ თქვენი კვების რაციონს A ვიტამინით მდიდარი პროდუქტები, რადგან ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი მხედველობისთვის, ხელს უშლის თვალის სიმშრალეს, თვალის ანთებასა და სიბრმავეს.
გარდა ამისა, A ვიტამინი სასარგებლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემათა სამკურნალოდ.
სტატიაში შემოგთავაზებთ იმ პროდუქტთა ჩამონათვალს, რომლებიც მდიდარია A ვიტამინით. ამ პროდუქტების საშუალებით შეძლებთ ორგანიზმის მოცემული ვიტამინით გაჯერებასა და მხედველობის გაუმჯობესებას.
- პამიდორი მდიდარია A ვიტამინით. მაგალითად, 1 ცალი საშუალო პამიდორი შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო A ვიტამინის დღიური ნორმის 20%-ს.
- ნესვის ერთი ნაჭერი კი შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო A ვიტამინის დღიური ნორმის 12 %-ს.
- საქონლის ღვიძლი C და A ვიტამინების მდიდარი წყაროა, აგრეთვე ანემიის სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებაა. 100 გრ ღვიძლი შეიცავს A ვიტამინის დღიური ნორმის 300 %-ს.
- სალათის ფურცლები ,,აისბერგი“.
- საშუალო ზომის ატამი შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო A ვიტამინის დღიური ნორმის 10%-ს.
- ტკბილი კარტოფილი.
- წითელი წიწაკა.
- ინდაურის ღვიძლი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. ინდაურის ღვიძლი, დაახლოებით15 გრ, ორგანიზმს უზრუნველყოფს A ვიტამინის დღიური ნორმით.
- მანგო.
- ისპანახი.
- თალგამი.
- შვრია.
- საშუალო ზომის სტაფილო შეიცავს A ვიტამინის დღიური ნორმის 200%-ს.
- გოგრა.
- გამხმარი რეჰანი.
- პაპრიკა.
- ბაბუაწვერას ფოთლები.
- კომბოსტო.
- ბარდა.
- გამხამარი თავშავა, იგივე ორეგანო.
- პაპაია.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, დაამატეთ თქვენი კვების რაციონს სასარგებლო საკვები პროდუქტები, გაიჯერეთ ორგანიზმი ვიტამინებითა და მინერალებით, მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და გაიუმჯობესეთ მხედველობა.