ეს ის ერთადერთი საშუალებაა, რომელსაც ბებია გაციების სამკურნალოდ იყენებდა

გაციება ვირუსული ინფექციაა, რომელიც აზიანებს სასუნთქ გზებს, ცხვირს, სინუსებს, ყელს, ხორხს, ტრაქეას და ბრონქებს.

გაციების სიმპტომებია: ცემინება და ლორწოს ჭარბი გამომუშავება, ანთება და შეშუპება, რომელსაც თან ახლავს ყელის ტკივილი და ცხვირში  გაჭედვა, რაც ხელს უშლის სუნთქვას.

სტატიაში შემოგთავაზებთ ძველ მეთოდს, რომელსაც ჩვენი ბებიები აქტიურად იყენებდნენ გაციების სიმპტომების აღმოსაფხვრელად. მოცემული რეცეპტის მიხედვით მომზადებული მალამო ეფექტურია და ბიუჯეტური.

გარდა ამისა, დაგჭირდებათ პიტნის ნახარში. პიტნის  სამკურნალო თვისებების წყალობით, თქვენ შეგიძლიათ სწრაფად გაიმარტივოთ სუნთქვა, ასევე გაითავისუფლოთ სასუნთქი გზები.

სამკურნალო მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფუტკრის ცვილი 1 ს. კ. (15 გრ)
  • ზეითუნის ზეთი 3 ს. კ.
  • ევკალიპტის ეთერზეთი 15 ან 20 წვეთი
  • პიტნის ეთერზეთი 25 ან 30 წვეთი
  • როზმარინის 10 ან 15 წვეთი

მომზადების წესი:

ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ ცვილი, დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. გაგრილებულ მასას დაამატეთ  მოცემული ეთერზეთები.

მკურნალობა მოიცავს 2 ეტაპს:

  1. პირველ რიგში, მოამზადეთ პიტნის ნახარში და შეისუნთქეთ მისი ორთქლი.
  2. ამის შემდეგ მომზადებული მალამო თხელ ფენად შეიზილეთ მკერდზე.
  3. პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ საღამოს, ძილის წინ, გაციების სიმპტომების აღმოფხვრამდე. ჩვეულებრივ, ეს არ აღემატება 3 დღეს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!