გვილის ნიღაბს წლებია ვიყენებ, შედეგით კი იმდენად კმაყოფილი ვარ, მის რეცეპტს ყველას ვასწავლი

ყველა ადამიანის ოცნებაა ლამაზი კანი ჰქონდეს. ოცნების რეალობად ქცევა კი ბუნებრივი პროდუქტების საშუალებითაც არის შესაძლებელი. ნუ გადაიხდით ზედმეტს და გამოიყენეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული ხელნაკეთი საშუალებები.

სტატიაში შემოგთავაზებთ გვირილის ბაზაზე მომზადებული ნიღბების რეცეპტებს.

გვირილა და შვრია

ამ ბუნებრივი პროდუქტების კომბინაციით უზურნველყოფთ კანის კვებავსა და დატენიანებას.

  1. პირველ რიგში, ჩვეულებრივი წესის მიხედვით, მოამზადეთ გვირილის ჩაი. შემდეგ აიღეთ მინის თასი, ჩაყარეთ შვრიის დაფქვილი ფანტელი 2 ს. კ., დაამატეთ 1 ჩ. კ. სოდა, 1 ჩ. კ. თაფლი, 2 ს. კ. გვირილის ჩაი, 2 ს. კ. თეთრი შაქარი  და კარგად აურიეთ.
  2. მიიღებთ სქელ მასას. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, ყელზე და მკერდზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10-15 წუთი. ნიღაბის ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის ბოლოს შეიზილეთ ქოქოსის ან ნუშის ზეთი.

გვირილა ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა და აღიავებს  მუქ  ლაქებს. სალიცილის მჟავით მდიდარი შვრია, მოქმედებს როგორც საუკეთესო ამქერცლავი საშუალება. თაფლი დამატენიანებელი და მკვებავი საშუალებაა, წმენდს ფორებს. თეთრი შაქარი ბუნებრივი ამქერცლავი საშუალებაა და კანს ათავისუფლებს მკვდარი უჯრედებისგან.

შემოთავაზებული ნიღაბი გამდიდრებულია დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო, ამქერცლავი თვისებებით და ეფექტურად მოქმედებს კანზე.

გვირილა, თეთრი თიხა, იოგურტი

შემოგთავაზებთ გამაახალგაზრდავებელი საშუალების რეცეპტს. ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ გვირილის ფხვნილი (შეგიძლიათ დაფქვათ გამხმარი გვირილა).

მომზადების წესი:

  1. აიღეთ მინის თასი, მოათავსეთ მასში 1 ს/კ იოგურტი, 1 ჩ/კ თაფლი, ცოტა თეთრი თიხა და კარგად აურიეთ.
  2. შემდეგ დაამატეთ გვირილის ფხვნილი 1 ს/კ და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. მომზადებული მასა შეგიძლიათ 5-6 დღით შეინახოთ მაცივარში. გვირილა უძლიერესი ანტიოქსიდანტია. იგი გაჯერებულია ანტისეპტიკური თვისებებით, რომლებიც კანს იცავს დაზიანებისგან, აახალგაზრდავებს, ამშვიდებს და ატენიანებს კანს.

იოგურტი მდიდარია რძემჟავით, რომელიც კანს აშორებს მკვდარ უჯრედებს და აახალგაზრდავებს. თეთრი თიხა ბუნებრივი ამქერცლავი საშუალებაა, რომელიც ფრთხილად აშორებს მკვდარ და გამომშრალ კანს, ეფექტურად მოქმედებს ლაქებზე. თაფლი ამცირებს ნაოჭებს, წმენდს ფორებს და ატენიანებს კანს.

გამოიყენეთ საოცრად ეფექტური ნიღბები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.