შემოგთავაზებთ სამკურნალო სასმელის რეცეპტს, რომელიც მომზადებულია ვიტამინებით, მინერალებით, ცხიმოვანი მჟავებითა და ბოჭკოებით მდიდარი სელის თესლით.
სელის თესლი განსაკუთრებით აუცილებელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამართულად ფუნქციონირებისთვის. გარდა ამისა, ეფექტურად წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან და ჯანმრთელობისთვის საზიანო სხვა მავნე ნივთიერებებისგან.
სელის თესლი ბუნების წარმოუდგენელი სასწაულია, რომელიც ამცირებს შაქრის დონეს სისხლში, აქვეითებს მადას, წმენდს მსხვილ ნაწლავს. მისი ცხიმოვანი მჟავები ასტიმულირებს ცხიმოვან უჯრედებს და ანადგურებს ჭარბ ცხიმს, აწვდის ორგანიზმს ლეციტინს.
სელის თესლი წონის დაკლების ერთ-ერთი უმარტივესი გზაა, არ გჭირდებათ საკვების შეზღუდვა და ზედმეტი შიმშილი.
სელის ჩაის რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში, მართალია, არ გექნებათ წონის დაკლების სწრაფი ეფექტი, წონას კარგავთ თანდათან, მაგრამ მიიღებთ სტაბილურ შედეგს.
ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- სელის თესლი 3 ს. კ.
- წყალი 1 ლ
მომზადების წესი:
- წყალი აადუღეთ, დაამატეთ სელის თესლი და ადუღეთ 1-2 წუთი. უმჯობესია, ჩაი მოამზადოთ საღამოს. დაგჭირდებათ თერმოსი. თუ თერმოსი არ გაქვთ, მაშინ ქვაბი შეფუფუთეთ.
- დილით ჩაი გადაწურეთ. მიიღებთ ბლანტ მასას.
- მიიღეთ 150-170 მლ ჩაი დღეში 5-6-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ყოველ დღე ამზადებთ ჩაის ახალ პორციას.
- სამკურნალო ჩაი მიიღეთ 10 დღის განმავლობაში. შემდეგ 10 დღე შეისვენეთ. მკუურნალობა გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.
მოცემული საშუალების რეგულარულად გამოყენებით კანს ანიჭებთ ჯანსაღ იერს, სიმკვრივესა და ელასტიურობას. სასმელი აქტიურად გამოიყენება ცელულიტის საწინააღმდეგოდ.
გაითვალისწინეთ, სელის ჩაის გამოყენება არ შეიძლება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ღვიძლისა და თირკმელების სერიოზული პრობლემები აქვთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!