შემოგთავაზებთ ნაპოლეონის რეცეპტს, მაგრამ განსხვავებული არომატით გაჯერებულს, არაჩვეულებრივს.
იხილეთ საოცრება უგემრიელესი, ჰაეროვანი ნაპოლეონი, რომელიც მოგხიბლავთ და მოგაჯადოებთ.
საჭირო იგრედიენტები:
- უსაფუარო ფენოვანი ცომი 450 გრ
- მოხარშული შესქელებული რძე 1 ქილა
- კარაქი 80 გრ
- ვანილი
მომზადების წესი:
ფენოვანი ცომი გაყავით 4 ნაწილად. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ საცხობი ყალიბის ზომაზე და გამოაცხვეთ 10-12 წუთის განმავლობაში 200 გრადუს ტემპერატურაზე.
კრემის მომზადება:
კარაქი ათქვიფეთ, შეურიეთ მოხარშული შესქელებული რძე და დაამატეთ ვანილი.
გაციების შემდეგ თითოეული ფირფიტა გაყავით 2 ან 3 ნაწილად. ფენები (თქვენთვის სასურველი რაოდენობა), დაკრემეთ, მოაყარეთ კაკალი და ნაფშხვენებით გაალამაზეთ.
მიირთვით და ისიამოვნეთ.