მარტივი საშინაო საშუალებები, რომელთა დახმარებით სოკოს უკან დავახევინე

სოკოვანი ინფექციები ვრცელდება თბილ და ტენიან ადგილებში, განსაკუთრებით ტერფებზე, ფეხის თითებს შორის კანზე და ფეხის ფრჩხილებზე. კანზე არსებული თეთრი ლაქები, სიწითლე, ქავილი, გაღიზიანება, კანის აქერცვლა  მიუთითებს სოკოს არსებობაზე.

ფეხის სოკოს ყველაზე გავრცელებული სიმპტომი არის ქავილი, წვა, ფრჩხილების გასქელება, გაყვითლება, მტვრევადი ფრჩხილები, უსოიამოვნო სუნი.

სოკოვანი ინფექციით შეიძლება დაინფიცირდეთ ისეთ საზოგადოებრივ ადგილებში, როგორიცაა აუზი, საშხაპე, გასახდელი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი და ა. შ. სოკოს გავრცელებას იწვევს დაბინძურებულ ფეხსაცმელთან ან წინდებთან, სველ იატაკთან ან სპორტულ აღჭურვილობასთან უშუალო კონტაქტი.

სოკოვანი ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, არ გამოიყენოთ ღია ფეხსაცმელი აუზებზე ან საზოგადოებრივ საშხაპეებში და აუცილებლად კარგად შეიმშრალეთ ფეხები შხაპის მიღების შემდეგ, განსაკუთრებით თითებს შორის ადგილები.

ხალხური მედიცინა მდიდარია სოკოს საწინააღმდეგო, მრავალჯერ ნაცადი, ეფექტური, ბიუჯეტური და ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული საშუალებების რეცეპტებით. სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს, აირჩიეთ  თქვენთვის ხელმისაწვდომი და თავი დააღწიეთ ამ ვერაგ ინფექციას.

რეცეპტი N1 ჩაის ხის ზეთი

თბილ წყალს დაამატეთ 40 წვეთი ჩაის ხის ზეთი, აურიეთ და მომზადებულ აბაზანაში 10 წუთით ჩაყავით ფეხები. შემდეგ ფეხები გულდასმით შეიმშრალეთ, ჩაის ხის ზეთის რამდენიმე წვეთი დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე და მსუბუქი მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი.

მოცემული საშუალება ფლობს უძლიერეს სამკურნალო თვისებებს, რაც დაგეხმარებათ ფრჩხილის სოკოსგან თავის დაღწევაში.

რეცეპტი N2 ჰიმალაის მარილი და ვაშლის ძმარი

თბილ წყალს დაამატეთ 2 ს. კ. ვარდისფერი ჰიმალაის მარილი და ნახევარი ჩ. ჭ. ვაშლის ძმარი. მომზადებულ აბაზანაში 10-15 წუთით ჩაყავით ფეხები. პროცედურის ბოლოს ფეხები კარგად შეიმშრალეთ.

ძმარი ქმნის მჟავა გარემოს, რომელიც საუკეთესოა სოკოს საწინააღმდეგოდ. გირჩევთ, აბაზანის მიღების შემდეგ, დაზიანებულ ადგილებზე შეიზილოთ ვაშლის ძმარი.

რეცეპტი N3 ნიორი 

დაჭყლიტეთ რამდენიმე კბილი ნიორი და შეიზილეთ დაზიანებულ კანზე და ფრჩხილზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. კარგი იქნება, თუ მთელი ღამით დაიტოვებთ.

ნივრის შემადგენლობაში შემავალი ალიცინი აფერხებს სოკოს განვითარებას და ხელს უწყობს მის აღმოფხვრას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!