
შემოგთავაზებთ ხაჭოსა და ქიშმიშის უგემრიელესი ორცხობილების რეცეპტს. ოქროსფრად დაბრაწული ნაზი და ჰაეროვანი ხაჭოს ბურთულები თქვენს პატარებს ძალიან მოეწონებათ.
ორცხობილების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 400 გრ ხაჭო
- 2 ცალი კვერცხი
- 10-20 გრ კარაქი
- 3 ს. კ. შაქარი
- 0,5 ფქვილი
- 40 გრ შავი ქიშმიში
- ნახევარი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
- 1 ს. კ. შაქრის ფხვნილი
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
- ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და მარილთან ერთად. დაამატეთ ხაჭო და დარბილებული კარაქი, შეაზილეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, დაამატეთ ქიშმიში და ყველაფერი აურიეთ.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მზა მასის თითო-თითო სუფრის კოვზი (სავსე) ფორმაზე გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15-20 წუთი.
ორცხობილებს გაგრილების შემდეგ მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი. გემრიელად მიირთვით!