მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) არის საერთო მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლი ჩვეულებრივზე მაღალი წნევით მიედინება სისხლძარღვებში. ეს ძალიან საშიშია, რადგან ზრდის სისხლძარღვებისა და ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების დაზიანების რისკს, როგორიცაა გული, ტვინი, თირკმელები და ასევე თვალები.
ჰიპერტენზია შეიძლება მიზეზი გახდეს ისეთი სერიოზული დაავადებების, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, ინსულტი, თირკმლის უკმარისობა, მხედველობის დაკარგვა.
სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ ხრიკს, რომლებიც დაგეხმარებათ არტერიული წნევის ნორმალიზებაში და შეძლებთ ჰიპერტენზიის თავიდან აცილებას აბების გარეშე.
1. შინაური ცხოველების ყოლა
შინაური ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლი ამცირებს გულის დაავადებათა რისკს. შინაურ ცხოველთან ურთიერთობა ამცირებს თქვენს გულისცემას და გეხმარებათ სტრესის კონტროლში.
გარდა ამისა, ყოველ დღე გიწევთ თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად სეირნობა, სიარული კი აუმჯობესებს გულისა და სისხლძარღვების ფუნქციონირებას.
2. იკვებეთ სწორად
კაიენის წიწაკა და წითელი წიწაკა აფართოებს სისხლძარღვებს და ზრდის სისხლის ნაკადს არტერიებში.
მათი ზომიერად მიღება ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკეთ ფუნქციონირებას და ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას.
შეგიძლიათ მიირთვათ ხახვი და ნიორი:
- ნიორი ადუნებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
- ხახვი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რაც, უპირველეს ყოვლისა, ხელს უშლის სისხლის შედედების წარმოქმნას.
3. სწორად შერჩეული სამოსი
ექიმების რჩევით, რეკომენდებულია თავისუფალი სამოსის ტარება, რადგან ის სისხლის უკეთ ცირკულირების საშუალებას იძლევა. დიდი ხნით მჭიდრო ტანსაცმლის მოხმარება საზიანოა. მაგალითად, ვიწრო შარვალი აფერხებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ვარიკოზის განვითარებას.
4. ვიტამინი B9
ვიტამინი B9_ფოლიუმის მჟავა_ორგანიზმისთვის მეტად საჭირო ვიტამინია, რადგან ის ხელს უწყობს უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას.
ეს ვიტამინი ფუნდამენტურ როლს ასრულებს სისხლის შედედებაში, სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნასა და ანემიის პროფილაქტიკაში.
- ფეხებით ვარჯიში
დაწექით ზურგზე კედელთან ახ ეს მეთოდი მყისიერად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რადგან ხსნის ზეწოლას ვენებზე, განსაკუთრებით ფეხებზე. ამ გზით შეძლებთ მოდუნებას, სტრესის მოხსნას. შემოხაზეთ ფეხებით წრე ჰაერში და ამოძრავეთ თითები.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ მარტივი ეფექტური მეთოდები და დაირეგულირეთ არტერიული წნევა!