
შემოგთავაზებთ რეცეპტს პოლონური სამზარეულოდან. ბოსტნეულითა და ძეხვით შეზავებული ლობიოს წვნიანი ძალიან გემრიელი და არომატულია.
წვნიანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქათმის ხორცი (ძვლიანი ნაჭრები) 4 ნაჭერი
- 300 გრ შებოლილი ძეხვი
- 1 ჩ. ჭ. თეთრი ლობიო
- ნახურის 1 ღერო
- საშუალო სტაფილო 1 ცალი
- საშუალო კომბოსტოს ¼
- ხახვი 1 თავი
- ნიორი 3-4 კბილი
- ზეთი
- მარილი, პილპილი,
- პაპრიკა (დაფქული წითელი ბულგარული) 1 ჩ. კ.
- კამა და ოხრახუში
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ლობიოს დაასხით ცივი წყალი და 1 საათით ჩაალბეთ.
- ქათმის ხორცს დაასხით 3 ლ წყალი და დადგით მოსახარშად.
- ბულიონის მომზადების შემდეგ ქათმის ნაჭრები ამოიღეთ, ჩაყარეთ ლობიოს მარცვლები და ხარშეთ 40-45 წუთი.
- ხახვი დაჭერით წვრილად. ძეხვი დაჭერით სიგრძეზე, საშუალო ნაჭრებად.
- ტაფაზე დაასხით ცოტა ზეთი და ხახვი მოთუშეთ ძეხვთან ერთად. მზა მასა დაამატეთ ბულიონს. იმავე ტაფაზე მოთუშეთ დაჭრილი სტაფილო და ნიახური.
- 1 წუთის შემდეგ შეაზავეთ დაჭყლეტილი ნივრით და დაამატეთ წვნიანს. შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო. როგორც კი ადუღდება შეაზავეთ მარილით, პილპილითა და პაპრიკით.
თუ ლობიო მოხარშულია ე. ი. წვნიანი მზად არის. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა და ოხრახუში. გემრიელად მიირთვით!