სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული მალამოს რეცეპტს, რომელიც სწრაფად მოგიხსნით სახსრებისა და კუნთების ტკივილს. მოცემული საშუალების წყალობით შეძლებთ ართრიტით გამოწვეული ტკივილების შემცირებას.
ტკივილგამაყუჩებელი მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქოქოსის კარაქი ¼ ჩ. ჭ.
- კაკაოს კარაქი ¼ ჩ. ჭ.
- ფუტკრის ცვილი (დაჭრილი) ¼ ჩ. ჭ.
- კაიენის წიწაკა 2 ჩ. კ.
- კურკუმა 1 ჩ. კ.
- ჯანჯაფილის ფხვნილი 1 ჩ. კ.
- პიტნის ეთერზეთი 10 წვეთი
მომზადების წესი:
- ქოქოსისა და კაკაოს კარაქი ფუტკრის ცვილთან ერთად გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. როდესაც მასა გახდება ერთგვაროვანი დაამატეთ კაიენის წიწაკა, კურკუმა, ჯანჯაფილი და აურიეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ პიტნის ეთერზეთი.
- მიღებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში, გააგრილეთ და დაახურეთ ხუფი. მალამო გამოსაყენებლად ვარგისია 6-8 კვირა.
მალამო თხელ ფენად შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე. პროცედურის ბოლოს ხელები კარგად დაიბანეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!