
შემოგთავაზებთ რბილი და ფაფუკი ბლინების რეცეპტებს, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია და გემოთიც განსხვავებულია. შაქრის ნაცვლად ბლინები შეზავებულია მწვანილით, ხაჭოთი და ყველით.
უგემრიელესი საუზმის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 1 ცალი
- კეფირი ან ნატურალური მაწონი 200 მლ
- მარილი მწიკვი
- ყველი და ხაჭო 50 გრ
- მწვანე ხახვი და მწვანილი
- გამაფხვიერებელი ან სოდა 1 ჩ. კ.
მომზადების წესები:
- კვერცხი, მაწონი და მარილი კარგად აურიეთ.
- შემდეგ დაამატეთ გახეხილი ყველი, ხაჭო, დაჭრილი მწვანილი და მწვანე ხახვი, თანდათან შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.
- ზეთი კარგად გააცხელეთ და ბლინები ორივე მხრიდან შეწვით (ტაფას დაახურეთ და შეწვით დაბალ ცეცხლზე).
- როდესაც ბლინებს გადააბრუნებთ ზედაპირზე სილიკონის ფუნჯით წაუსვით ზეთი.
- რამდენიმე წუთში და უგემრიელესი საუზმე მზად იქნება. სუფრაზე შეგიძლიათ მიიტანოთ კარაქთან, არაჟანთან, სხვადასხვა სოუსებთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!