თმა სილამაზის ერთ-ერთი სამკაულია. ყველა ადამიანის სურვილია, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოს ლამაზი და სქელი თმა.
ბევრი ადამიანი მოცემული პრობლემის გადასაჭრელად უპირატესობას ხელნაკეთ საშუალებებს ანიჭებს. სტატიაში შემოგთავაზებთ შამპუნის რეცეპტს, რომლის რეგულარული გამოყენება ხელს შეუწყობს თმის ზრდის გააქტიურებას, გაძლიერებას, მოცულობისა და სილამაზის შენარჩუნებას.
ხელნაკეთი შამპუნის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- აბუსალათინის ზეთი 50 მლ
- B ვიტამინი 2 ამპულა
- პანთელონი 100 მლ
- ჭინჭრის ნაყენი 30 მლ
- ჭინჭრის შამპუნი 750 მლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ხელნაკეთი შამპუნი უმარტივესი მოსამზადებელია. უბრალოდ დაამატეთ ჭინჭრის შამპუნს მოცემული ინგრედიენტები და კარგად შეანჯღრიეთ. შამპუნი დაიტანეთ დატენიანებულ თმაზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თავის კანზე.
ამ გზით ხელს შეუწყობთ თავის კანზე სისხლის ცირკულაციის გააქტიურებას. მოამზადეთ შემოთავაზებული ხელნაკეთი შამპუნი და თქვენი თმა ძლიერი, ბზინვარე და აბრეშუმისებრი გახდება!