ტუჩების გარშემო ნაოჭების შემცირებაში ეს გამოცდილი საშინაო ნიღბები ძალიან დაგეხმარებათ

პირის ღრუს ირგვლივ კანზე არსებული ნაოჭები, უსიამოვნო პრობლემას წარმოადგენს, რადგან ისინი  ასაკზე უფრო ხანდაზმულს გვაჩვენებს. მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად ეფექტურად გამოიყენება ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული საშუალებები.

ყოველდღიურად გაიკეთეთ სახის მასაჟი. ძალიან ეფექტური სავარჯიშო არის ხმოვანთა გაზვიადებული წარმოთქმა. ფართოდ გახსენით პირი და შეინარჩუნეთ პოზიცია რამდენიმე წამის განმავლობაში. უარი თქვით მოწევაზე, მოერიდეთ სითხის კოქტეილის ჩხირით დალევას.

გაითვალისწინეთ, რომ დაბერების საწინააღმდეგო ყველა პროცედურა ყოველდღიურად უნდა ჩატარდეს. მხოლოდ ამ გზით მიიღებთ ეფექტურ შედეგს.

განსაკუთრებით რეკომენდებულია სამი ელემენტის შერწყმა: სახის ვარჯიში და მასაჟი, ბუნებრივი მალამოებით მკურნალობა და სწორი კვება.

ალოეს გელი კანის ელასტიურობის აღსადგენად

მოცემული ბუნებრივი პროდუქტი ეფექტურად გამოიყენება ნაოჭების საწინააღმდეგოდ. ალოეს გელი წაისვით წინასწარ გაწმენდილ კანზე და არ ჩამოიბანოთ.

ეფექტური შედეგის უმოკლეს დროში მისაღებად პროცედურები ჩაიტარეთ ყოველდღიურად.

შემოგთავაზებთ რამდენიმე ხელნაკეთი საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ ტუჩების ირგვლივ კანზე არსებულ ნაოჭების გასწორებას და ხელს შეუშლით ღრმა ნაოჭების წარმოქმნას.

თაფლის ნიღაბი

თაფლის ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • იოგურტი 1 ს. კ.
  • თაფლი 2 ჩ. კ.
  • შაქარი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა მსუბუქი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ტუჩების ირგვლივ კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ქაფურის ნიღაბი

ნიღაბის მოსამზაებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ცალი კვერცხის ცილა
  • 1 ჩ. კ. ქაფურის სპირტი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა თხელ ფენად წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, როდესაც პირველი ფენა გაშრება, გადასივით მეორე ფენა. შემდეგ_მესამე. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მოცემული საშუალება ამკვრივებს კანს, აფერხებს ღრმა ნაოჭბის წარმოქმნას, ათანაბრებს კანის ტონს. ნიღაბი გამოიყენეთ 10 დღეში ერთხელ.

შემოთავაზებული ნიღბები გაჯერებულია სამკურნალო თვისებებით. შეგიძლიათ აქტიურად გამოიყენოთ შუბლზე, ყელზე და მკერდის ზონაზე ნაოჭების გასაქრობად.

კანის პრობლემების აღმოსაფხვრელად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას. არასწორი კვების შედეგად მცირდება ვიტამინების, მინერალების, ანტიოქსიდანტების მიღება, რომლებიც ყოველდღიურად სჭირდება ორგანიზმს. კანის მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს გაუწყლოება.