შემოგთავაზებთ ხორცის საოცრად გემრიელი პეროგის რეცეპტს, რომლის მომაჯადოებელ არომატს ვერავინ გაუძლებს.
ხორცის პეროგის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ღორის სუკი 650 გრ
- ლორი (უცხიმო) 5 ნაჭერი
- ხახვი 1 თავი (დიდი)
- ფენოვანი ცომი 450 გრ
- კარაქი 20 გრ
- პარმეზანი 100 გრ
- ნიორი 2 კბილი
- 1 ცალი კვერცხის გული
მომზადების წესი:
- ღორის სუკს მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი. ხახვი წვრილად დაჭერით. ნივრის კბილებიც დაჭერით მრგვალ ნაჭრებად.
- ღორის ხორცი დადეთ წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე და 5-5 წუთით შეწვით ორივე გვერდი. კარგი იქნება თუ არომატისთვის ტაფაზე დადებთ როზმარინს (მხოლოდ 1 ღერი). შემდეგ ხორცი გადმოიტანეთ ლანგარზე.
- როზმარინი ტაფიდან არ აიღოთ, დაამატეთ კარაქი, ხახვი და შეწვით, სანამ ხახვი ღია ოქროსფერი არ გახდება. შემდეგ დაამატეთ ნიორი. დაასხით 1 ჩ. კ. წყალი და სითხის აორთქლებამდე თუშეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ როზმარინის ღერი ამოიღეთ.
- ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე, მიეცით ოთკუთხედის ფორმა. მიჰყევით რეცეპტს და მოცემული თანმიმდევრობით დააწყვეთ ინგრედიენტები.
- ცომის ნაპირიდან, დაახლოებით 8-10 სანტიმეტრში, სიგრძეზე დააწყვეთ ლორის ნაჭრები, ზემოადან მოაყარეთ გახეხილი ყველი (პარმეზანი), შემდეგ მოთუშული ხახვი, ღორის სუკი, ისევ გახეხილი ყველი და ცომი რულეტივით გადაახვიეთ.
- კიდეები მჭიდროდ შეაერთეთ. შემდეგ რულეტი პერგამენტის ქაღალდით დაფარულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ და ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული. გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 40-45 წუთის განმავლობაში.
ხორცის უგემრიელესი ღვეზელი დაჭერით და ცხელ-ცხელი დააგემოვნეთ. დამერწმუნეთ, რომ ამ საოცარი პეროგით ყველას აღფრთოვანებას გამოიწვევთ.