
სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული გამაგრილებელი ტონიკის რეცეპტს, რომელიც უხსოვარი დროიდან გამოიყენება როგორც კანის მოვლის უძლიერესი საშუალება. იგი ატენიანებს, აცოცხლებს კანს და ამავე დროს აქვს სადეზინფექციო ეფექტი.
ტონიკის შემადგენლობაში შემავალი ყველა პროდუქტი ბუნებრივი და ყველასთვის ხელმისაწვდომია. მისი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის კანისთვის.
ტონიკის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კიტრის წვენი ¼ ჩ. ჭ.
- სტაფილოს წვენი 1/8 ჩ. ჭ.
- პიტნის ნაყენი ½ ჩ. ჭ.
- გვირილის ნაყენი ¼ ჩ. ჭ.
- ლიმონის წვენი ½ ჩ. ჭ.
მომზადების წესები:
- მოამზადეთ კიტრისა და სტაფილოს წვენები.
- დააყენეთ პიტნისა და გვირილის მაგარი ჩაი და გააგრილეთ. მინის ქილაში მოათავსეთ მოცემული ინგრედიენტები, დაამატეთ ლიმონის წვენი და კარგად შეანჯღრიეთ.
ნარევის შემადგენლობაში შემავალი ყველა კომპონენტი კანისთვის სასარგებლოა. მაგალითად, სტაფილოს წვენი კანს სასიამოვნო შეფერილობას აძლევს და ებრძვის ანთებას. პიტნა ახალისებს და ჰმატებს ტონუსს, გვირილა ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ლიმონის წვენი როზაცეას (ვარდისფერი აკნეს) პროფილაქტიკისთვის საუკეთესოა ვარიანტია.
მთავარია, ყველაფერი მოამზადოთ რეცეპტის მიხედვით. ტონიკი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, შემდეგ კი წაისვით თქვენი საყვარელი მალამო.
მიღებული მასა შეგიძლიათ გაყინოთ ყინულის კუბიკებიან კონტეინერში, რათა შეძლოთ მისი გამოყენება მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში.
ტონიკი ბიუჯეტური და ძალიან სასარგებლოა. ნუ გადაიხდით ზედმეტს, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.