შოკოლადის ნამცხვარი ხაჭოს ბურთულებითა და უგემრიელესი მინანქრით

ამბობენ: ბედნიერების ყიდვა არ შეიძლებაო, მაგრამ მისი მომზადება და დაგემოვნება შეიძლება. შემოგთავაზებთ შოკოლადის დესერტის რეცეპტს ხაჭოს ბურთულებით. დესერტი უგემრიელესია და ძალიან ლამაზია.

ხაჭოს ბურთულების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო 250 გრ
  • ფქვილი 3 ს. კ.
  • კვერცხი 1 ცალი
  • შაქარი 50 გრ
  • ქოქოსის ფანტელი 40 გრ

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 150 გრ კვერცხი
  • 3 ცალი შაქარი 100 გრ
  • ვანილის შაქარი 1 ს. კ.
  • მარილი მწიკვი
  • შოკოლადი 100 გრ
  • კაკაო 3 ს. კ.
  • სახამებელი 2 ს. კ.
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • რძე 100-150 მლ

მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • შოკოლადი 100 გრ
  • თაფლი 20 გრ
  • კარაქი 15 გრ
  • ნაღები 40 მლ

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ამზადებთ ხაჭოს ბურთულებს. ხაჭო გაატარეთ საცერზე ან დააბლენდერეთ. კვერცხი შაქართან ერთად 2-3 წუთის განმავლობაში ათქვიფეთ, დაამატეთ გაცრილი ფქვილი, ქოქოსის ფანტელი და აურიეთ.
  2. დაგჭირდებათ 22-24 სმ დიამეტრის ფორმა. ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ფქვილი. ხაჭოს მასისგან გამოხელეთ ბურთულები და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე. შოკოლადი დაჭერით.
  3. სქელძირიან ქვაბში ჩაასხით რძე და დადგით დაბალ ცეცხლზე (არ აადუღოთ). გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ დაჭრილი შოკოლადი, გააჩერეთ 1-2 წუთი და აურიეთ.
  4. კვერცხის ცილა და გული გამოყავით ერთმანეთისგან. გულებს დაამატეთ შაქარი და 3-4 წუთის განმავლობაში ათქვიფეთ.
  5. შემდეგ შეურიეთ შოკოლადიანი მასა. თასში აურიეთ გაცრილი ფქვილი, სახამებელი, კაკაო, გამაფხვიერებელი და მიღებული ნარევი ნელ-ნელა შეაზილეთ მომზადებულ მასას. თუ ცომი ძალიან სქელი გამოგივიდათ, დაამატეთ ცოტა რძე და ოდნავ გაათხელეთ.
  6. კვერცხის ცილა ათქვიფეთ მარილთან ერთად და ნაზად შეურიეთ მომზადებულ ცომს. ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში. ხაჭოს ბურთულებს შორის ცარიელი ადგილები კარგად ამოავსეთ.
  7. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დასჭირდება 30-40 წუთი. დესერტი ფორმიდან გაგრილების შემდეგ ამოიღეთ.
  8. ამზადებთ მინანქარს შოკოლადი დატეხეთ და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, დაამატეთ ნაღები, თაფლი, კარაქი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გაგრილებული დესერტი დაფარეთ მომზადებული მინანქრით. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!