ყველის უგემრიელესი სუფლეს მარტივი რეცეპტი. ძალიან ნაზი და გემრიელი გამოდის

შემოგთავაზებთ ყველის უგემრიელესი სუფლეს რეცეპტს. ის საოცრად ნაზი და გემრიელი გამოდის. გირჩევთ, აუცილებლად ცადოთ.

კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ყველი 150 გრ
  • კვერცხი 2 ცალი
  • კარაქი 50 გრ
  • ფქვილი 50 გრ
  • მუსკატის კაკალი (ჯავზი) დაფქული გემოვნებით
  • რძე 1 ჩ. ჭ.
  • მარილი მწიკვი
  • წიწაკა მწიკვი

მომზადების წესი:

  1. კარაქი გაადნეთ სქელძირიან ქვაბში. ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი, რძე, მარილი, წიწაკა, ჯავზი, თან ურევთ განუწყვეტლივ.
  2. ყველი დაჭერით პატარა ნაჭრებად და ურევთ, სანამ არ გადნება.
  3. ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან, ოდნავ გააგრილეთ, დაამატეთ კვერცხის გულები და კარგად აურიეთ. ცილა ცალკე ათქვიფეთ და დაამატეთ ყველიან ნარევს.
  4. დაგჭირდებათ პატარა ზომის ცეცხლგამძლე საცხობი ფორმები, რაოდენობა და ზომა თქვენი სურვილის მიხედვით განსაზღვრეთ, წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ფქვილი და გადაიტანეთ მომზადებული მასა.

ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-25 წუთი. ყველის უგემრიელესი სუფლე ცხელი უნდა მიირთვათ.