ლობიო ქათმის ფილეთი ტომატის სოუსში – ის, რაც ასე ძალიან მიყვარს

შემოგთავაზებთ უგემრიელესი, ნოყიერი და უმარტივესად მოსამზადებელი კერძის რეცეპტს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 1 ქათმის მკერდი
  • ლობიო 200-250 გრ
  • სოკო (თქვენთვის ხელმისაწვდომი) 100-150 გრ
  • სტაფილო (საშუალო) 2 ცალი
  • ხახვი (დიდი) 1 თავი
  • ნიორი 3 კბილი
  • წყალი 150 მლ
  • ტომატის პასტა 2 ს. კ.
  • მარილი, პილპილი, სანელებლები თქვენი გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

ლობიო მოხარშეთ. ქათმის მკერდი დაჭერით პატარა კუბიკებად და ჩაყარეთ სქელძირიან ქვაბში, მოაყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, შემდეგ_მოხარშული ლობიო, სტაფილოს ჩხირები, დაჭრილი ნიორი, სოკო, დაასხით წყალი, ტომატის პასტა და თუშეთ 10 წუთი. ბოლოს შეაზავეთ სანელებლებით, პილპლითა და მარილით, დაახურეთ ხუფი და თუშეთ კიდევ 7-10 წუთი. გემრიელად მიირთვით!