ამერიკული ფანქეიები მარტივი, კლასიკური რეცეპტი. გემრიელობა, რომელზეც უარს ვერასდროს ვამბობ

შემოგთავაზებთ ამერიკული ბლინების ,,ფანქეიქების“ რეცეპტს. თუ გსურთ, რომ საოცარი ბლინები კიდევ უფრო მეტად გააგემრიელოთ, შეგიძლიათ მიირთვათ ნეკერჩხლის სიროფთან, თაფლთან, შოკოლადის მინანქართან, ჯემთან, კენკროვნებთან ერთად.

გემრიელი საუზმის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 200 გრ
  • შაქარი 2 ს. კ.
  • სოდა 1,5 ჩ. კ.
  • ლიმონმჟავა მწიკვი
  • მარილი ნახევარი ჩ. კ.
  • კვერცხი 1 ცალი
  • რძე 200 მლ
  • ზეითუნის ზეთი 3 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. ფქვილი, შაქარი, სოდა, მარილი და ლიმონმჟავა კარგად აურიეთ და დაამატეთ კვერცხი და მიქსერით ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ რძე, ზეითუნის ზეთი და თქვეფთ კიდევ 2 წუთი.
  2. ტაფა გააცხელეთ (ზეთი არ გამოიყენოთ), კოვზით დაასხით მომზადებული ცომი და შეწვით ორივე გვერდიდან.

მოამზადეთ გემრიელი ,,ფანქეიქები“ და ისიამოვნეთ!