,,ჩიტის რძე“ ყველასთვის საყვარელი ნუგბარია. შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ თქვენი ხელით მოამზადოთ უნაზესი, უგემრიელესი, მსუბუქი და საოცრად არომატული ,,ჩიტის რძე“.
თეთრი მასის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 2 შეფუთვა (8 გრ-იანი) ჟელატინი
- 1 ჩ. ჭ. შაქარი
- 1 ჩ. ჭ. რძე
- 450 გრ არაჟანი
- 450 მლ ცივი ათქვეფილი ნაღები
- ცოტა ზეთი
მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 5 ს. კ. კაკაოს ფხვნილი
- 5 ს. კ. შაქარი
- 1 შეფუთვა (8 გრ-იანი) ჟელატინი
- 5 ს. კ. რძე
- 1 ჩ. ჭ. წყალი
მომზადების წესი:
- 2 შეფუთვა ჟელატინი ჩაყარეთ პატარა ქვაბში, დაასხით რძე და დადგით დაბალ ცეცხლზე. განუწყვეტლივ ურევთ, მასა არ უნდა აადუღოთ. ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
- აიღეთ 20/30 სმ დიამეტრის ფორმას და წაუსვით ზეთი. მიქსერის საშუალო სიჩქარეზე ათქვიფეთ 1 ჩ. ჭ. შაქარი, არაჟანი და ნაღები.
- თქვეფას აგრძელებთ და თანდათან ამატებთ რძიან მასას.
- მიღებული მასა გადაიტანეთ გამზადებულ ფორმაში, თანაბრად გაანაწილეთ და შედეთ მაცივარში.
- მინანქრის მოსამზადებლად კაკაოს ფხვნილს დაამატეთ შაქარი, დაასხით წყალი, რძე და აურიეთ. შემდეგ დადგით საშუალო ცეცხლზე და აადუღეთ, ურევთ განუწყვეტლივ. მზა მასა გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
- მაცივრიდან გამოიღეთ ფორმა. ხაჭოიან მასას ნელ-ნელა დაასხით შოკოლადის მინანქრი და ნაზად გაანაწილეთ.
ნაზი, ჰაეროვანი დესერტი ,,ჩიტის რძე“ რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში. შემდეგ დაჭერით სასურველ ნაჭრებად და გემრიელად მიირთვით!