უგემრიელესი დესერტი – როგორ მოვამზადოთ ნამცხვარი ყაყაჩოს თესლისგან

ცხოვრებაში პატარა ზეიმის მოწყობა ყველას უნდა. რამ შეიძლება შექმნას უკეთესი სადღესასწაულო ატმოსფერი იმაზე უკეთ, ვიდრე გემრიელი დესერტია? ჩვენ გაგიზიარებთ  უგემრიელესი ნამცხვრის დესერტს, რომელსაც ეწოდება ,,დედოფალი ესტერი.” ჰაეროვანი და წარმოუდგენლად გემრიელი!

მასალები ბისკვიტისთვის:

  • 3 ს.კ ფქვილი
  • 100 გ შაქარი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 4 კვერცხი
  • 2 კვერცხის ცილა
  • 0.5 ს.კ. ყაყაჩოს თესლი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 შეკვრა ვანილი

მასალები კრემისთვის:

  • 1 ჭიქა რძე
  • 250 მლ კრემი
  • 1 ლიმონი
  • 1 ს.კ. სახამებელი
  • 1/3 ჭიქა შაქარი
  • 2 კვერცის გული
  • 80 გ თეთრი შოკოლადი

მომზადება:

1. დავიწყოთ კრემის მომზადებით, რადგან მის გაგრილებას დრო სჭირდება. კვერცის გულს შეურიეთ შაქარი, დაამატეთ რძე და სახამებელი. დადექით ნელ ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე. წვრილად გახეხეთ ლიმონის ცედრა და წვენთან ერთად ერთად დაამატეთ კრემს.

2. დაამატეთ თეთრი შოკოლადი, აურიეთ კარგად რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. კრემი გასაგრილებლად ერთი საათის განმავლობაში შედგით მაცივარში.

3. ახლა მოამზადეთ ცომი. ერთად მოათავსეთ კვერცხის ცილა და შაქარი, კარგად ურიეთ. ბოლოს დაამატეთ მცენარეული ზეთი და ვანილი.

4. ცალკე თასში შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. დაამატეთ ყაყაჩოს თესლი. ნელ-ნელა დაამატეთ კვერცხის და შაქრის ნარევი, კარგად აურიეთ. ცომი გამოვა საკმაოდ თხევადი.

5. ცომის ერთი მესამედი მოათავსეთ საცხობ ტაფაზე. გამოაცხეთ 8-10 წუთი, წინასწარ გახურებულ ღუმელში, სანამ ოქროსფერი არ გახდება. გამოაცხვეთ სამი ფენა. შეგიძლიათ ერთი მთლიანი გამოაცხოთ და შემდეგ გაყოთ სამ ნაწილად.

6. ახლა წაუსვით კრემი და ნახევარი საათის განმავლობაში შედგით მაცივარში. ამის შემდეგ, შეგიძლიათ გააფორმოთ თეთრი შოკოლადით. შესანიშნავი ნამცხვარი მზად არის!

ამ ნამცხვრის გემოს ვერაფერი შეედრება. არის მსუბუქი და მდიდარია ყაყაჩოს არომატით.

მოგწონთ რეცეპტი? გაუზიარე მეგობრებს.