შემოგთავაზებთ პამიდვრით შეზავებული ლობიოს უგემრიელესი და საოცრად არომატული სამარხვო წვნიანის რეცეპტს.
წვნიანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თეთრი ლობიო 1 ჩ. ჭ.
- სტაფილო 1 ცალი
- ნიახური 1 ღერო
- ხახვი 1 თავი
- დაჭრილი პამიდორი 4 ცალი
- დაფნის ფოთოლი 1-2 ცალი
- ბეგქონდარა გემოვნებით
- ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- თავდაპირველად, ლობიო რამდენიმე საათით ჩაალბეთ წყალში. შემდეგ გამოუცვალეთ წყალი და აადუღეთ. ადუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან, გადაწურეთ, დაასხით ცივი წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ 1 საათი.
- წვრილად დაჭრილი სტაფილო და ხახვი მოთუშეთ ზეთში. ნიახურიც დაჭერით წვრილად და დაამატეთ ხახვიან მასას. შემდეგ შეაზავეთ მარილით, სანელებლებითა და პამიდვრით.
- როდესაც ლობიო მზად იქნება, დაამატეთ მომზადებული ინგრედიენტები, აურიეთ და ხარშეთ კიდევ 10-15 წუთი.
ლობიოს წვნიანს ძალიან უხდება ღუმელში გამომცხვარი ნივრიანი პური (კრუტონები). გემრიელად მიირთვით!