თვალების გარშემო ნაოჭებისა და ლაქების შემცირება ამ საშინაო რეცეპტით რთული სულაც არ არის

თანამედროვე ეპოქაში კოსმეტოლოგიური საშუალებებისა და პროცედურების უზარმაზარ არჩევანს შორის  დიდი პოპულარობით სარგებლობს, მარტივი, ბიუჯეტური, ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ხელნაკეთი ნიღბები, სკრაბები, მალამოები, ლოსიონები და ა. შ.

ამჯერად, შემოგთავაზებთ 3 კომპონენტით მომზადებული მალამოს რეცეპტს, რომელიც ეფექტურად ებრძვის თვალების ირგვლივ არსებულ მუქ წრეებს, ასაკობრივ ლაქებს და ასაკთან დაკავშირებულ  სხვა გამოვლინებებს.

მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ვიტამინი E 2 კაფსულა
  • პიტნის ეთერზეთი 2 წვეთი
  • ქოქოსის ზეთი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მალამო უმარტივესი მოსამზადებელია. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. აუცილებლად გადაიტანეთ მინის კონტეინერში, დაახურეთ ხუფი და შეინახეთ მაცივარში.

უმჯობესია, შემოთავაზებული საშუალება გამოიყენოთ  დაძინებამდე 2 საათით ადრე. მალამო თხელ ფენად შეიზილეთ თვალების გარშემო კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამით.

შედეგიც დიდი ხნით არ დააყოვნებს. შეგიმცირდებათ თვალების ირგვლივ მუქი წრეები, ნაოჭები, ლაქები  და ასაკით გამოწვეული სხვა გამოვლინებები.

ცადეთ, მოამზადეთ და დარწმუნდით მალამოს ეფექტურობაში!