შემოგთავაზებთ უგემრიელესი და ფუმფულა, შოკოლადიანი ფუნთუშების რეცეპტს.
ამ გემრიელობის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 300 გრ
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
- სოდა 1 ჩ. კ.
- მარილი ნახევარი ჩ. კ.
- შაქარი 2 ს. კ.
- კარაქი 75 გრ
- რძე 150 გრ
- მწარე შოკოლადი გემოვნებით
- კვერცხი 1 ცალი
მომზადების წესი:
- დიდ თასში აურიეთ გაცრილი ფქვილი, შაქარი, მარილი, სოდა და გამაფხვიერებელი.
- მიღებულ ნარევს ხელით შეაზილეთ დარბილებული კარაქი, რძე და მოზილეთ ცომი.
- მზა ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე და გააბრტყელეთ 3 მმ სისქის ოთხკუთხა ფენად. შემდეგ გაყავით 12 თანაბარ ნაწილად. თითოეულზე დადეთ შოკოლადის ნატეხი. შოკოლადი შეფუთეთ ცომით. კიდეები ნაზად შეკარით.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დააწყვეთ ფუნთუშები. შემდეგ გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
- ღუმელი გააცხელთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15-20 წუთი.
მოამზადეთ შოკოლადის არომატით გაჯერებული ოქროსფრად დაბრაწული ფუნთუშები და გემრიელად მიირთვით!