ლობიოს სუპი სოკოთი და ბაზილიკით. დიდი ხანია, ასეთი გემრიელი არაფერი გამისინჯავს

ამჯერად, იტალიურ სამზარეულოს გადავავლოთ თვალი და მოვამზადოთ ლობიოს, სოკოსა და რეჰანის არომატით გაჯერებული უგემრიელესი წვნიანი.

კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მაკარონი ნახევარი ჩ. ჭ.
  • ლობიო 1 ჩ. ჭ.
  • ქამა სოკო 6-8 ცალი
  • რეჰანი ნახევარი კონა
  • ნიორი 3-4 კბილი
  • ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, გარჩეულ, გარეცხილ ლობიოს დაასხით წყალი და ჩაალბეთ მთელი ღამით. დილით წყალი გამოუცვალეთ და მოხარშეთ.
  2. აიღეთ ცალკე ქვაბი, ჩაასხით 3 ჩ. ჭ. წყალი, აადუღეთ, ჩაყარეთ მაკარონი და მოურიეთ. ცოტა ხნის შემდეგ დაამატეთ მოხარშული ლობიო (ლობიოს მეოთხედი შეინახეთ), შეაზავეთ მარილით და დადგით დაბალ ცეცხლზე.
  3. როდესაც ადუღდება დაამატეთ დაჭრილი სოკო, შეაზავეთ რეჰანითა და დაქუცმაცებული ნივრით.
  4. ლობიოს მოტოვებულ მასას დაასხით ზეთი, ჩაჭყლიტეთ, შეურიეთ წვნიანს და ადუღეთ კიდევ 2-3 წუთი.

გემრიელად მიირთვით!