დილის ვარჯიშები მუსიკის ფონზე – დაიწყეთ დღე აქტიურად

დილით, სახლში გაკეთებულმა ვარჯიშებმა ყველაზე ზარმაცი ადამიანიც კი შეუძლია ორჯერ მეტად პროდუქტიული გახადოს. მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ გაღვიძება და თქვენი რუტინული სამუშაოს შესრულება, არამედ ცოტა ვარჯიშებიც. თუ სრულიად უხალისოდ ხართ, შეგიძლიათ ეს ვარჯიშები საწოლშივე გააკეთოთ.

მთელი სხეულის გასათბობად საჭიროა ენერგიის მუხტს 10 წუთი დაუთმოთ. იმისათვის, რომ სიზარმაცემ არ დაგძლიოთ, ჩართეთ თქვენი საყვარელი მუსიკა. თუ ხშირად გაქვთ ნერვული ტიკები, შეეცადეთ სახის სავარჯიშოები გააკეთოთ. ეს ხელს შეუწყობს ნერვული შეტევების თავიდან აცილებას და სახე ახალგაზრდა და ლამაზი გახდება.

1. გაშალეთ ფეხები მხრის სიგანეზე, გააკეთეთ დოინჯი. დახარეთ თავი ქვემოთ ისე, რომ არ დაზიანდეს ხერხემალი, შეეცადეთ გაჭიმოთ კისტის და ხერხემლის კუნთები.

2. თავი 4-ჯერ მიაბრუნეთ მარცხნივ და მარჯვნივ.

3. ნელა და ნაზად გააკეთეთ თავის წრიული მოძრაობები 3-ჯერ.

4. გაასწორეთ მკლავები და ამოძრავეთ ისე, თითქოს საკუთარი თავის ჩახუტება გინდათ. ეს სავარჯიშო გააკეთეთ 5-ჯერ.

5. გაასწორეთ მკლავები, მარჯვენა ხელი ასწიეთ ზემოთ, მარცხენა ხელი ქვევით, გააკეთეთ მონაცვლეობით. გაიმეორეთ 6-ჯერ.

6. ხელები დაიდეთ მხრებზე და გააკეთეთ წრიული მოძრაობები 4-ჯერ.

7. აწიეთ ხელებო ზემოთ და გადაიხარეთ ჯერ წინ, შემდეგ უკან. გაიმეორეთ 4-ჯერ.

8. ხელები დაიდეთ თავზე და გადაიხარეთ ტერფებისკენ. ჯერ მარცვნივ, შემდეგ მარცხნივ, მონაცვლეობით. გაიმეორეთ 4-ჯერ.

9. აწიეთ მარჯვენა ხელი ზემოთ და გადაიხარეთ ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ. გაიმეორეთ 3-ჯერ თითოეული მიმართულებით.

10. მარჯვენა მუხლს მოკიდეთ ხელი, ნელა აწიეთ მუხლები თქვენი ხელებით და მიიდეთ მუცელზე. გაიმეორეთ თითოეულ მხარეს 2-3-ჯერ. თუ ერთ ფეხზე ვერ გაჩერდებით, მიეყრდენით კედელს და ისე გააკეთეთ ვარჯიშები.

11. გააკეთეთ დოინჯი და ფეხი გაწიეთ გვერდით, შეეცადეთ მაქსიმალურად გაწიოთ. გააკეთეთ 3-ჯერ, ორივე მხარეს.

12. გაშალეთ ფეხები, ხელები ქამარზე დაიწყეთ. გააკეთეთ ჩაჯდომები 4-6-ჯერ.

13. გაშალეთ ფეხები ფართოდ. აწიეთ ხელები თავს ზემოთ და გადაიხარეთ ქვემოთ, შემდეგ გასწორდით. გაიმეორეთ სავარჯიშო 3-4-ჯერ.

უყურეთ ვიდეოს რათა უფრო დეტალურად შეიტყოთ სავარჯიშოების შესახებ. ეს არის საუკეთესო დილის ვარჯიში თქვენი სხეულისთვის.