შემოგთავაზებთ გადაღლილი, შეშიპებული, დანაოჭებული, მუქი წრეების საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებას, რომელიც მოიცავს ორეტაპიან პროცესს.
ეტაპი N1
საჭირო იგრედიენტები:
- წყალი 1 ჩ. ჭ.
- ყავა 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- აიღეთ პატარა ქვაბი, ყავა და წყალი აურიეთ და ადუღეთ 2-3 წუთი.
- მომზადებული ნახარში გადაწურეთ ფილტრის საშუალებით, გააციეთ.
- აიღეთ ბამბის საფენი.
- გააჯერეთ მომზადებული ნარევით, მსუბუქად გაწურეთ და 15 წუთით დაიფინეთ თვალებზე.
- შემდეგ გაიწმინდეთ ჩვეულებრივი წყლით.
ეტაპი N2
საჭირო იგრედიენტები:
- ნუშის ზეთი 2 ს. კ.
- E ვიტამინი 2 კაფსულა
- A ვიტამინი 2 კაფსულა
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- კაფსულებიდან გამოწურეთ ზეთი.
- აიღეთ პატარა თასი, მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ და გადაიტანეთ კონტეინერში.
- მომზადებული მალამო წაისვით დაძინებამდე.
მოამზადეთ უძლიერესი შემოთავაზებული საშულებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.