შებერილობისა და შეშუპების ატანა გამოსავალი არ არის. ნატურალური საშუალებები მოგიგვარებთ პრობლემას

ცერეცო არომატული მცენარეა. მისი ყველა ნაწილი, ფოთლები, ღერო, აქტიურად გამოიყენება კერძებისა და მწნილების მოსამზადებლად, თესლი კი არომატული სანელებელია.

ცერეცო მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ანტიოქსიდანტებითა და ფიტონუტრიენტებით. შარდმდენი თვისებებით გაჯერებული ცერეცო შეშუპების საწინააღმდეგოდ იდეალურ საშუალებად ითვლება. იგი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ასწრაფებას, გაგათვისუფლებთ მეტეორიზმისგან და მუცლის შებერილობისგან.

შემოგთავაზებთ ცერეცოს ბაზაზე მომზადებული ხელნაკეთი საშუალებების რეცეპტებს, რომელთა წყალობით შეძლებთ წონაში დაკლებას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას.

1. ცერეცოს ჩაი

თუ გსურთ, ბრტყელი მუცელი გქონდეთ, თქვენი საუკეთესო დამხმარე არის ცერეცოს ჩაი.

უმარტივესი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ცერეცოს თესლი 2 ჩ. კ.
  • წყალი 700 მლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

პირველ რიგში, აადუღეთ წყალი. ცერეცოს თესლი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით წყალი და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და 150-150 მლ მიიღეთ საუზმის წინ, სადილისა და ვახშმის შემდეგ.

2. ცერეცო მინერალური წყლით

ეს უძლიერესი საშუალება ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ასწრაფებს ნივთიერებათა ცვლას, მოგაშორებთ ზედმეტ წონას, ამცირებს წელისა და მუცლის გარშემოწერილობას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • დაჭრილი ცერეცო ( ფოთლები, ღერო და თესლი) 1 საშუალო ზომის ფინჯანი
  • მინერალური წყალი 1,5 ლ
  • ლიმონის ან ფორთოხლის წვენი ცოტა

მომზადებისა და მიღების წესები:

ქილაში მოათავსეთ ცერეცო დაასხით თბილი მინერალური წყალი და 7-8 საათი გააჩერეთ მაცივარში. შემდეგ დაამატეთ ლიმონის ან ფორთოხლის წვენი. მიიღეთ 200-200 მლ დღეში 2-3-ჯერ, კვებათა შუალედში.

3. ცერეცოსა და ქინძის ჩაი

ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 1 ლ ადუღებული წყალი
  • 1 ჩ. კ. ქინძის თესლი,
  • 1 ჩ. კ. ცერეცოს თესლი
  • 1 ჩ. კ. მწვანე ჩაი

მომზადებისა და მიღების წესები:  

მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ თერმოსში და გააჩერეთ 30 წუთი. ჩაი გადაწურეთ და მიიღეთ დღეში მაქსიმუმ 3 ჭიქა. აუცილებლად შეინახეთ მაცივარში.

დაიმახსოვრეთ, რომ ცერეცოს გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგები.

დღის განმავლობაში ძალიან დიდი რაოდენობით ცერეცოს მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის გაღიზიანება, კუნთების სპაზმი. მისი მოხმარება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და მის შემდგომ პერიოდში.

თუ გსურთ წონაში დაკლება ცერეცო თქვენი საუკეთესო დამხმარეა, მაგრამ მიიღეთ ზომიერად, დღეში მაქსიმუმ 3 ფინჯანი და დაიცავით პროპორციები. გისურვებთ ჯანმრთელობას!